Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ვეფხვისებრი მცურავი
9:26 PM
ვეფხვისებრი მცურავი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: Rhabdophis
სახეობა: ვეფხვისებრი მცურავი 
ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 130 სმ.
შხამის ხარისხი: ძლიერ შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (აღმოსავლეთ რუსეთი, ჩრდილო და სამხრეთ კორეა, ტაივანი... ).
საბინადრო გარემო: გვხდება ნესტიან ბიოტოპებში წყალთან ახლოს, როგორც ტყეში ისე ტყის გარეთაც.
გარეგნული აღწერილობა: ამ გველს გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი სხეული, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს, მწვანე, ყვითელი, შავი ფერების შემცველ ნახატს. მუცელი თეთრია. თვალის გუგები მრგვალია.
კვება: საკვები შედგება მცირე ზომის ხერხემლიანებისგან, განსაკუთრებით კი ბაყაყებისა და გომბეშოებისგან. იშვიათად თევზებისგან. იმ გომბეშოების მომწამვლელი კანი, რომლებითაც ეს გველი იკვებება გამოყოფს დამცავ ნივთიერებებს სტერანებს . ამიტომაც ესეთი გომბეშოს მიღების შემდეგ, გველსაც ევსება ჯირკვლები ამ ნივთიერებით. ხოლო ის ინდივიდები, რომელთა კვების რაციონშიც ცოტაა ესეთი მომწამვლელი ამფიბიები, პრაქტიკულად არ არიან მომწამვლელები. ეს ასევე გამოიკვეთება გველის მოქმედებისას თავდასხმის შემთხვევაში: ამ ტოქსინების შემცველი გველი თავდასხმისას თავს იცავს შეტევებით, ხოლო ტოქსინებს მოკლებული ცდილობს გაცლას.
გამრავლება: კვერცხებს დებს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ორსულობის პერიოდი გრძელდება მიახლოებით 48 დღე. კვერცხების რაოდენობა 8 - 22-მდე შეიძლება იყოს. ახალშობილების სიგრძეა 150 - 200 მმ. პირველი კანის გამოცვლა ხდება გამოჩეკვიდან ერთი კვირის შემდეგ. პატარები მალე იზრდებიან, ხოლო ზრდასრულ ასაკს აღწევენ 1.5 წლის შემდეგ.
ცხოვრების წესი და ქცევა: არის დღის გველი. საფრთხის მოახლოებისას იამაკაგაში (იგივე ვეფხვისებრი მცურავი [გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე გველს (ეს ეხება ყველა გველის სახეობას) შეიძლება სხვადასხვა გავრცელებული სახელი გააჩნდეს სხვადასხვა გავრცელების ადგილებში. მაგ. რუსეთში ეს გველი მოიხსენიება როგორც ვეფხვისებრი მცურავი, იაპონიაში - იამაკაგაში , კორეაში - ყვავილის გველი  და ა.შ.) იღებს სპეციალურ, დამცავ პოზას, კერძოდ კი აღმართავს მის ტანს ვერტიკალურად, სისინებს და ახორციელებს შეტევებს მოწინააღმდეგის მიმართულებით. ყელის ზემოთა ნაწილში განლაგებული ჯირკვლების მეშვეობით გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც იძულებულს ხდის მტაცებელს, რომელსაც დაჭერილი ყავს ეს გველი, გაუშვას იმწუთასვე. შეუძლია ყელის გაბრტყელება, როგორც კობრებს.
შხამი: ეს გველი არის როგორც შხამიანი ასევე მომწამვლელიც. ხშირად ამ ორ ტერმინს (Venomous და Poisonous) ურევენ ხოლმე ერთმანეთში, თუმცა აქ არის განსხვავება შხამიანსა და მომწამვლელ ცხოველს შორის. შხამიანი ნიშნავს როცა ცხოველი აწვდის (ხშირად შეყავს) შხამს მის მსხვერპლს, ხოლო მომწამვლელად ითვლება ცხოველები ან მცენარეები, რომლებსაც მოაქვთ ზიანი მათზე შეხებისას. მომწამვლელი ნივთიერება განლაგებულია მათ სხეულზე, რომელსაც თვითონ სხეული გამოყოფს, ხოლო შხამის შემთხვევაში, იგი გამომუშავდება სპეციალურ ორგანოებში, რომლებიც განკუთვნილია შხამის მიწოდებისთვის. რაც შეეხება ვეფხვისებრი მცურავის მომწამვლელობის ფაქტორს, იგი ზუსტად გამოიხატება ზემოთ ხსენებული ჯირკვლების საშუალებით, რომლებშიც ინახავს იმ მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც იღებს მომწამვლელი გომბეშოებისგან. მეცნიერულმა კვლევებმა ასევე დაადგინეს, რომ დედას შეუძლია გადასცეს ეს ტოქსინები პატარებს, რომლებიც ეხმარებათ მტაცებლებისგან თავის დასაცავად.
რაც შეეხება ამ გველის შხამიანობას, როგორც ვიცით ანკარასებრნი ოჯახში შემევალი შხამიანი გველების უმეტესობა ადამიანისთვის წარმოადგენს ნაკლებ საფრთხეს, მათი სუსტი შხამის, მცირე ზომის შხამიანი ჯირკვლების, ან შხამის სუსტად მიწოდების სისტემის გამო. ვეფხვისებრ მცურავს გააჩნია მცირე ზომის შხამიანი ჯირკვლები და ასევე შხამის სუსტად მიწოდების სისტემა, მაგრამ შხამის ტოქსიკურობა ძლიერი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი იშვიათად იკბინება, ნაკბენს გამოუწვევია სიკვდილი ადამიანებში. შხამი არის ნელა-მოქმედი, რომელიც აჩერებს სისხლის შედედების პროცესს და საერთო ჯამში მსხვერპლი კვდება სისხლჩაქცევებისგან. კბენის სიმპტომებია: შეუჩერებელი სისლდენა ნაკბენის ადგილიდან, ღრძილებიდან, ჰემატურია (შარდთან ერთად სისხლის გამოყოფა), ექხიმოზი.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 811 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ვეფხვისებრი მცურავი, vepxisebri mcuravi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.