Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აგვისტო » 3 » 4 წლის გოგონას ერთ–ერთი ნახატი 30 ათას დოლარად გაიყიდა
4:45 PM
4 წლის გოგონას ერთ–ერთი ნახატი 30 ათას დოლარად გაიყიდა
ივნისის დასაწყისში მანჰეტენზე Agora-ს გალერეაში 4 წლის ავსტრალიელი მხატვრის აელიტა ანდრეს პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მისი მშობლები, ავსტრალიელი მხატვარი მაიკლ ანდრე და რუსი, ფოტომხატვარი ნიკა კალაშნიკოვა, ამბობენ, რომ მათმა ქალიშვილმა ფერწერისადმი ინტერესი 9 თვის ასაკში გამოამჟღავნა.

ახლა მისი ნამუშევრები, გალერეის დირექტორის ანჯელა დი ბელოს სიტყვით, აოცებს მნახველს შესანიშნავი ფერით, კომპოზიციით, მოძრაობით და სიცოცხლით.

აელიტა ანდრეს საიტზე იუწყებიან, რომ ის უკვე არის ავსტრალიის მხატვართა ასოციაციის წევრი (National Association for the Visual Arts), უყვარს სიმღერა, პიანინოზე დაკვრა, მულტფილმი ”ჩემი პატარა პონი” და შოკოლადი. აელიტა ძირითადად რუსულად ლაპარაკობს, თავად წყვეტს, რა დახატოს, თვითონ ირჩევს ფერებს. როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, ხშირად სხვა რამეზე გადაერთვება, მაგრამ მაინც უბრუნდება ნახატებს.

გამოფენის მიმდინარეობის მანძილზე აელიტას 30-ზე მეტი ნამუშევარი გაიყიდა, ერთ-ერთი – 30 ათას დოლარად.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 787 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: 4 წლის გოგონას ერთ–ერთი ნახატი 30 ა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.