Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 12 » არისტოტელე – “სოფისტების” შესახებ წერდა…
5:00 PM
არისტოტელე – “სოფისტების” შესახებ წერდა…
“უწინარეს ყოვლისა,უნდა გავარკვიოთ რამდენ მიზანს ისახავენ სოფისტები,რომლებიც მსჯელობენ მხოლოდ იმისათვის,რომ იკამათონ და მოწინააღმდეგეს სძლიონ.ამნაირი მიზანი სულ ხუთია: უარყოფა,სიყალბე,საყოველთაოდ აღიარებულისადმი შეუთანხმებლობა,მეტყველების მცდარობა და, მეხუთე,მოწინააღმდეგის ჩაყენება იმნაირ მდგომარეობაში,რომ ფუჭად იყბედოს,ესე იგი ხშირად გაიმეოროს ერთი და იგივე. ყველაზე მეტად ისინი ცდილობენ შექმნან მოჩვენებითობა იმისა,რასაც უარყოფენ; მეორეც, – გვიჩვენონ,რომ თანამოსაუბრე ცრუობს; მესამეც, – ძალაუნებურად მიიყვანონ იგი იმნაირ დასკვნამდე,რაც არ ეთანხმება საყოველთაოდ აღიარებულს; მეოთხეც, – აიძულონ იგი შეცდომები დაუშვას მეტყველებისას,ესე იგი თავიანთი საბუთებით იძულებული გახადონ თანამოსაუბრე,უცხოელივით არასწორად ილაპარაკოს; დაბოლოს, – აიძულონ იგი ხშირ-ხშირად გაიმეოროს ერთი და იგივე”.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 996 | დაამატა: balu | ტეგები: არისტოტელე, aristoteles nashromebi, aristotele, sofistebis shesaxeb, “სოფისტების” შესახებ წერდა, werda | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.