ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1071/თარიღი: 2013-03-23
XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 961/თარიღი: 2013-03-23
კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.
J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.
Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება". ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-03-23
„ოპელი” ძირეულად ცვლის საკუთარი ძრავების გამას. მალე სამი უახლესი, ბენზინის და დიზელის ძრავების ოჯახი, არსებულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.
ახალი ძრავები მათს წინამორბედებზე ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო და მაღალ მომენტიანი იქნება.
„სულ რაღაც 12 თვეში, ჩვენ სამ ახალ ძრავს შევთავაზებთ მყიდველს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად სწრაფად ვახერხებთ ახალი პროდუქტების გამოშვებას. ჩვენი ახალი, 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, მაბრუნი მომენტის მხრივ, ნამდვილი გიგანტია. თავის ძალას ის თანაბრად და უხმაუროდ იძლევა”, – ამბობს „ოპელის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე.
ის 1598 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე ოთხცილინდრიან ტურბო ძრავზე ლაპარაკობს, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და სტარტ-სტოპ სისტემები ემსახურება. ის ახალ, SIDI (ნაპერწკლით აალების, უშუალო შეფრქვევის) „ეკოტეკ” სერიას მიეკუთვნება და ამ ძრავით, სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილები აღიჭურვება. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღწევს (4700 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრია, რომელიც უკვე 1700 ბრ/წთ-ზევე ხელმისაწვდომია. მის წინამორბედთან შედარებით, ეს აგრეგატი 13 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროსაც 13 პროცენტით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ახალ 1.6-ლიტრიან ტურბოძრავს „ოპელის” უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ შენტგოთარდში მდებარეობს. წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ძრავს, მათ შესახებ ინფორმაციას „ოპელი” მოგვიანებით” გაავრცელებს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1218/თარიღი: 2013-03-23
1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.
1920 წელს Audi Automobil-Werke AG -მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა.
|
|