ავტორი: chanchalarezo15/კომენტარები: 0/ნახვა: 1181/თარიღი: 2013-06-01
პირს ბროსნანის მეუღლე ყოფილი ტელეწამყვანი კელი შეი სმიტია. მომხიბვლელი ირლანდიელი მამაკაცი, ლეგენდარული ჯეიმს ბონდი, 60 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სექსუალობას და კვლავაც ხიბლავს ყველა ასაკის ქალებს. უკვე 17 წელია მის გვერდით საპატიო ადგილს ყოფილი ტელეწამყვანი კელი იკავებს, თუმცა კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. მომავალი ცოლი პირს ბროსნანმა 1994 წელს მექსიკაში გაიცნო, როცა კელი მისგან ინტერვიუს იღებდა.
მსახიობმა სარა-ჯესიკა პარკერმა, უფრო სწორად კი მისმა გმირმა კერი ბრედშოუმ ვერაფრით მოახერხა კრის ნოტის გმირის - მისტერ ბიგის საკურთხეველთან მიყვანა ფილმში ''სექსი დიდ ქალაქში'', სამაგიეროდ, ეს რეალურ ცხოვრებაში მშვენივრად მოახერხა დამწყებმა მსახიობმა ტარა უილსონმა, თუმცა ქალს ამისთვის, არც მეტი არც ნაკლები, 10 წელი დასჭირდა. 4 წლის წინ წყვილს საერთო ვაჟიც ეყოლა. ქორწილი 2012 წელს შედგა, მეტად რომატიკულ გარემოში. არადა, კრისმა მომავალი ცოლი თავის ბარში გაიცნო, როცა ტარა სამსახურის საძებნელად მივიდა - ოფიციანტად უნდოდა მუშაობის დაწყება, ახლა წყვილს ამ ბარის გარდა კიდევ რამდენიმე კაფე და ჩაის სალონი აქვთ.
|