4:56 PM იაპონური სამზარეულოს თავისებურებანი | |
იაპონია თითქოს და ეგზოტიკური ქვეყანაა - ესე იგი სამზარეულოც და კერძებიც განსხვავებული უნდა იყოს ჩვეულებრივისგნ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იაპონელები ხმარობენ შეზღუდული რაოდენობით პროდუქტებს და ინგრადიენტებს ჩვენთვის უჩვეული შეხამებით. იაპონური სამზარეულოს თავისებურებანი იაპონია მდიდარია ზღვის პროდუქტებით, ბრინჯით, თევზით, რისგანაც არც თუ ისე დიდი რაოდენობის კერძის მომზადებაა შესაძლებელი. სამაგიეროდ იაპონელები არიან იმდენად კრეატიულები, რომ იგონებენ ისეთ ამოუცნობ და მაინტრიგებელ კულინარიულ შედევრებს, შეშურდება ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს. იაპონური სამზარეულოს თავისებურებანი მთელი საიდუმლო იმაშია, რომ რეცეპტები შეიცავს მომზადების დროს განსხვავებულ მომენტებს და სუფრაზე მიტანის ორიგინალურ საშუალებებს. იაპონელი მზარეულები საოცრად ლამაზ ჭურჭელს ხმრობენ, იყენებენ ინდივიდუალურ სერვირების ხერხს დამოკიდებულს კონკრეტული დღისადმი. ხშირად ისინი მომხმარებლის თვალწინ ამზადებენ სუშის და ისე უმასპინძლდებიან. იაპონური სამზარეულოს თავისებურებანი იაპონური სამზარეულო ყველასთვის ასოცირდება სუშის მომზადებასთან, ამაზე არავინ დაობს. დღეისათვის ცნობილია სუშის მომზადების ასობით მეთოდი და ხერხი, ნებისმიერი გემოთი და ფორმებით. სუში შეიძლება მოვამზადოთ როგორც ცხარე, ისე ტკბილი, შენელებული სანალებლებით, გამოვიყენოთ თეთრი, ფერადი და შავი ბრინჯი. ვეგეტარიანელებიც ვერ აუვლიან გვერდს ამ უგემრიელეს კერძს, რადგან სუშის მომზადება შესაძლებელია ბოსტნეულის და ხილის გულსართით. სუშის გარდა იაპონიაში საკმაოდ პოპულარული კერძია ნორიმაკი, ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი სხვადასხვა ღვეზელები, აგრეთვე სალათები ზღვის წყალმცენარეებისაგან, ხიზილალისა და კალმარებისაგან. გარნირის სახით იაპონიაში ბრინჯის გარდა მიაქვთ ატრია (მაკარონის სახეობა), რომელიც მაკარონისგან მისი სიგრძეთი და თეთრი ფერით განსხვავდება. იაპონელებს არ უყვართ ხორცი და მისგან დამზადებული კერძები, უპირატესობას ანიჭებენ მცენარეულ და ზღვის პროდუქტს. ბრინჯის შესანელებლად სუფრაზე მიაქვთ სხვადასხვა რეცეპტით მომზადებული საწებელი, რომლებიც ძირითადად სოიოსაგან მზადდება. მომზადების დროს ყველა ინგრადიენტი იჭრება საკმაოდ პატარა კუბიკებად, იმისათვის რომ ჯოხებით ადვილად იყოს შესაძლებელი მათი აღება. ფოთლები და მწვანილი შეიძლება დაიჭრას და ხელითაც დანაწევრდეს. სამზარეულო ყოვეთვის დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ანუ იაპონელები წელიწადის სხვადასხვა დროს მიირთმევენ განსხვავებულ კერძებს. გაზაფხულზე ისინი ხშირად მიირთმევენ ბამბუკის ნედლი ღეროებისაგან მომზადებულ კერძებს, ზაფხულში და შემოდგომაზე ლოტოსის ფესვებს, შემწვარ გველთევზას. ყოველ სეზონზე კერძებიც შესაბამისი დროის მიხედვით ირთვება. ზამთარში იყენებენ მანდარინს, შემოდგომაზე ყვითელ ფოთოლს. ზაფხულისვის ძირითადად კალმახისაგან მომზადებულ კერძებს მიირთმევენ. ძველიდანვე იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ არა მარტო იმას, რომ კერძი გამოიყურებოდეს ლამაზად და იყოს ძალიან გემრიელი, არამედ იმასაც რომ კერძმა ადამიანს მოუტანოს ჯანმრთელობა, გაანთავისუფლოს ავადმყოფობებისაგან, განწყობილება გაუხალისოს. ზუსტად ამიტომაა რომ ისინი დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტს მოიხმარენ სამზარეულოში, ზუსტად ზღვის პროდუქტი აჯანსაღებს ადამიანს. მცენარეული და ზღვის პროდუქტზე დამზადებული საკვებით ადამიანი ჯანსაღდება იძენს დიდ ენერგიას, გამოიყურება ახალგაზრდულად და ნაკლებად ავადდება. ზღვის პროდუქტები შეიცავს უამრავი რაოდენობით ვიტამინებს და მიკრო ეემენტებს, რომელიც ძალიან საჭროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფართოდ გავრცელებული იაპონური კულინარიული ტრადიციებიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ იაპონიამ მიაღწია სრულყოფილებას კულინარიულ ხელოვნებაში. | |
|