ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-03-26
პეპელა ნაზი და სათუთი არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით:
ერთი კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა. დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას, ნიავმა ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა, ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს. მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 883/თარიღი: 2013-03-26
მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო , მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს” , უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა…
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 824/თარიღი: 2013-03-26
პროდუქტები, რომლებიც გამოცდების პერიოდში უნდა მიირთვათ ევროპელმა მედიკოსებმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების პერიოდში ხშირად უნდა მიირთმევდნენ იმისთვის, რომ ტვინმა აქტიურად იმუშაოს.
ეს პროდუქტებია: თევზი, კვერცხი, ქათმის და საქონლის ღვიძლი, ხორბლის პური, ხილი და წყალი. რაც შეეხება ტკბილეულს, ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ.
თუმცა გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება. იმედს ნურც ყავაზე, გამაგრილებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე დაამყარებთ, ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავენ, პირიქით, ფიტავენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 878/თარიღი: 2013-03-25
1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!
2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.
3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1370/თარიღი: 2013-03-24
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს. როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა. ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ. კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1009/თარიღი: 2013-03-24
"ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”
"ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” - გოეთე
"ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” - სოკრატე
"ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” - აგატა კრისტი
"მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” - გაბრიელ გარსია მარკესი.
"ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” – ბაირონი
|
|