2:27 PM ქეთრინ ზეტა–ჯონსი / Catherine Zeta-Jones | |
კეტრინ ზეტა–ჯონსი 1969 წლის 25 სექტემბერს დაიბადა პატარა მეთევზეების სოფელში, რომელიც ქალაქ სვანსის ახლოს მდებარეობს უელსში(დიდი ბრიტანეთი). მისი მამა საკონდიტრო ფაკრიკის მფლობელი იყო. ორმაგი სახელი გოგონას მისი ორი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს. კეტრინს შემოქმედება იზიდავდა ადრინდელი ასაკიდან. უკვე ოთხი წლიდან კეტრინმა ცეკვის და სიმღერის შესწავლა დაიწყო. ის პერიოდულად მონაწილეობას ღებულობდა მოყვარულთა ჯგუფის დადგმებში ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში, 10–13 წლისას კი ის პატარა როლებს ასრულებდა თეატრში. როდესაც გოგონა 14 წლის გახდა, მის ქალაქში ცნობილი ტელეშუ ჩამოვიდა, რომელშიც ტრადიცია იყო ადგილობრივი მოზარდების მოწვევა პროგრამაში მონაწილეობისთვის. კეტრინმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში, და არა მარტო მიიღო როლი, არამედ ისეთ აღფრთოვანებაში დატოვა პროდიუსერები, რომ ის ლონდონში დაპატიჟეს გადაღებების გასაგრძელებლად. ასე 15 წლის ასაკში კეტრინმა მიატოვა მშობლიური სოფელი და ინგლისის დედაქალაქში გაემგზავრა. ლონდონის თეატრალურ სცენაზე ჯონსს დებიუტი ჰქონდა მიუზიკლში '42nd Street', ახალგაზრდა მსახიობის კინოდებიუტი კი რამოდენიმე წლის მერე შედგა, როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ფილიპ დე ბროკამ დაპატიჟა შეხერეზადას როლზე სურათში '1001 ღამე'. მაგრამ პირველი ნამდვილი წარმატება მასთან მოვიდა სერიალში 'Darling Buds of May' მონაწილეობის შემდეგ, რომელიც ჰიტად იქცა და კეტრინ–ზეტა ჯონსი სუპერპოპულარული გახადა ქვეყანაში. ჟურნალისტები მის ყოველივე ნაბიჯს აკონტროლებდნენ, მისი სახელი ყვითელი პრესის ფურცლებიდან არ ქრებოდა, და, ამ ყველაფრის შედეგად, კეტრინი ისე დაიღალა ყველაფრისგან, რომ გადაწყვიტა ჰოლივუდში წასულიყო(ალბად ფიქრობდა, რომ იქ ნაკლები ჟურნალისტებია). თუმცა ჩასვლის შემდეგ ის მალევე მიხვდა, რომ მისი მეგაპოპულარობა დიდ ბრიტანეთში ამერიკელებისთვის არაფერს ნიშნავდა და ამიტომაც მას თავიდან მოუწია 'ვარსკვლავურ' გზაზე დადგომა. მან პატარა როლი მიიღო ფილმში 'Christopher Columbus: The Discovery'(1992), რამოდენიმე ტელესერიალში ითამაშა და 1996 წელს მთავარი როლი შეასრულა 'ტიტანიკის' სატელევიზიო მინივერსიაში. ამ მინისერიალის გადაღებებზე კეტრინი სტივენ სპილბერგმა შეამჩნია, რომელიც ამ დროს დაკავებული იყო ფილმის 'The Mask of Zorro' (1998) გადაღებებით. ფილმის რეჟისორმა მარტინ კემბელმა სპილბერგის არჩევანი მოიწონა და გოგონა ანტონიო ბანდერასის შეყვარებულის და ენტონი ხოპკინსის ქალიშვილის როლზე დაამტკიცეს. სურათი კომერციულ ჰოტად იქცა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მსახიობს უამრავ როლს სთავაზობდნენ და მალე მან ითამაშია ფილმში 'Entrapment' (1999), სადაც მისი პარტნიორი შონ კონერი გახდა, და ფილმში 'The Haunting' (1999). ზეტას მსახიობის კარიერა წინ წავიდა, თუმცა მსახიობის პირადი ცხოვრებაც ერთ ადგილას არ გაჩერებულა. დიდი ხნის მანძილზე ჭორები დადიოდა კეტრინის რომანზე მაიკალ დუგლასთან, და აი, ბოლოს და ბოლოს, საახალწლო ღამეს 1.01.2000 მაიკალმა მას ოფიციალურად სთხოვა ხელი და თანხმობა მიიღო. | |
|