Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აგვისტო » 7 » მაქციები
10:45 PM
მაქციები
მაქციებს ეძახიან ადამიანებს, რომლებსაც უნარი შესწევთ, ჯერ მგლებად გადაიქცნენ, შემდეგ ისევ ადამიანის სახე მიიღონ. თუ ამას ექიმის თვალით შევხედავთ, ფიზიოლოგიურად ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ, როგორც იურისტებმა, ეს უნდა დავიჯეროთ, ვინაიდან იურისპრუდენციის ისტორია სავსეა სასამართლო საქმეებით, მაქციებს სიკვდილს რომ უსჯიდნენ. თანაც მოწმეთა ჩვენებები, როგორც წესი ერთსულოვანია, თან მათ ისეთი რეპუტაციის მქონე ადამიანები იძლევიან, ეჭვს ვერ შევიტანთ.

დამნაშავეებს, გარეული ცხოველის სახით ბოროტმოქმედებებს რომ სჩადიოდნენ, მართლაც შეეძლოთ ხან ადამიანის ხან ცხოველის სახის მიღება. ერთი მხრივ ეს ,,გადაქცევა’’ შეუძლებელია, მეორე მხრივ კი არსებობს ჰიპოთეზა რომ მაქციები არსებობენ. ეს კიდევ ერთი ამოუცნობი ფენომენია.ყველაზე პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს ტრანსფორმაცია. ერთი ასეთი თვითმხილველია – პუატიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის რექტორი პიერ მამორი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი ჩვენების მიხედვით მღვდელმა მონტეგიუ სამერსმა დაწერა წიგნი ,,მაქცია’’. პიერ მამორმა მოყვა ლორეინელი გლეხის მეუღლის შემზარავი ისტორია. ქალმა დაინახა, მაგიდასთან მჯდომმა მისმა ქმარმა როგორ ,,ამოარწყია’’ ხელის მტევანი და მერე მთელი ხელი იმ ბავშვისა, რომელიც მაშინ შეჭამა, როცა მგლის სახე ჰქონდა. მამორი ამას დემონური ,,ილუზიით’’ ხსნის, ვინაიდან მისი თეორიის თანახმად მაქციები მგლები არიან, რომლებშიც ადამიანთა სულები ჩასახლებულა, მათი სხეულები კი ამ დროს უსაფრთხო ადგილასაა შენახული და ყველაფერი ეს ბოროტი დემონების ნამოქმედარია.ეს თეორია არ გამოდგება იმ მაგალითის ასახსნელად, როგორიც ოლაუს მაგნუსს მოჰყავს თავის ,,ჩრდილოეთის ხალხების ისტორიაში’’ (1555 წ.) , ერთხელ მონამ გაიგონა, მისი ბატონის მეუღლე ადამიანის მგლად გადაქცევის შესაძ ლებლობას როგორ უარყოფდა. მონა ქალბატონს შეეწინააღმდეგა, და კიდეც დაუმტკიცა. ეს ტრანსფორმაცია მის თვალწინ ჩაატარა. ,,მონას’’ ძაღლები მიუქციეს, მგლად გადაქცეული სწრაფად გაიქცა, თუმცა ძაღლებთან ბრძოლაში ერთი თვალი დაკარგა. მეორე დღეს ადამიანის სახით დაბრუნდა, ოღონდ ცალთვალა.
კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 1055 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: მაქციები | რეიტინგი: 4.3/3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.