4:58 PM მწვანე აჯიკა | |
მასალა: 600გრ მწვანე ბულგარული წიწკა; 200გრ მწვანე პომიდორი; 1 ცალი მწვანე მწარე წიწკა; 6 კბილი ნიორი; 150 გრ ქინძი; 1 ს/კ ხმელი ქონდარი; 1ჩ/კ ხმელი სუნელი; 5ს/კ ზეთი; მარილი; მომზადება: ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ. წიწაკას მოაცილეთ თესლი, ნიორი გაფრცქვენით. გაატარეთ ბოსტეული და მწვანილი ხორცსაკეპმანქანაში ან ბლენდერში. დაუმატეთ სანელები და ზეთი. კარგად აურიეთ. ეს მასა მოათავსეთ სტერილურ ქილებში, მოხუფეთ მჭიდროდ და შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს ერთი თვისა. აჯიკა მოიხმარეთ ისე როგორც სოუსი ხორცთან ან თევზთან, ან უბრალოდ წასმული პურზე, ან სუფრაზე მიიტანეთ მისატანებლათ ყველთან ერთად ლანგარზე ღვინოს თანხლებით. | |
|