Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 4 » უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
7:59 PM
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები),სანამ ხელისუფლების უმაღლეს საფეხურს მიაღწევდა,მანამ,1910 წლის 14 თებერვალს,35 წლის ასაკში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შეწყვეტა,რომელიც შემდგომ 1923 წელს განაგრძო.მისი ამ პოსტზე დანიშვნის პერიოდს დაემთხვა მრავალი მასობრივი გამოსვლები სუფრაჟისტების,მეშახტეების და სხვა სოციალური ფენებისა. ლეიბორისტები უინსტონს,საპროტესტო გამოსვლების საშინელი მეთოდებით ჩახშობაში ადანაშაულებდნენ,ხოლო კონსერვატორები კი გაუბედავ მოქმედებებში დებდნენ ბრალს.საბოლოოდ,ჩერჩილი 1911 წლის 23 ოქტომბერს,დიდი ბრიტანეთის პრემიერის – ჰერბერტ ჰენრი ასკვიტის მიერ,ქვეყნის საადმირალოს პირველ ლორდად ინიშნება და შესაბამისად ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს.თუმცა,მანამ,სანამ უინსტონი შ.ს.ს.-ს მინისტრის პოსტს დაიკავებდა,მისმა წინამორბედმა მინისტრმა – ჰერბერტ გლადსტონმა უთხრა: “ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია შინაგან საქმეთა მინისტრისა,გახლავთ კონტროლი საბრალდებო განაჩენებზე”. როგორც ცნობილია,იმ პერიოდში ქვეყანაში მოქმედებდა სიკვდილით დასჯა,რომელიც საბოლოოდ 1965 წელს იქნა გაუქმებული.აღნიშნული სიტყვები ჩერჩილის მიმართ იმიტომ იქნა ნათქვამი,რომ დიდ ბრიტანეთში “ბოლო სიტყვა” ამა თუ იმ სიკვდილმისჯილის სააპელაციოდ,სწორედ შ.ს.ს.-ს მინისტრს ევალებოდა.ამიტომ იყო,რომ უინსტონი დიდი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ქვეშ რომ მოექცა.მასზე იყო დამოკიდებული მრავალი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე.იმ თორმეტი თვის მანძილზე,რაც მას მინისტრის პოსტი ეკავა,ჩერჩილის ხელში გაიარა 43 სიკვდილმისჯილის საქმემ. უინსტონის ვაჟი რანდოლფი,ამ საკითხის ირგვლივ იგონებდა: “მამა,ყოველთვის განსაკუთრებული გულისყურით უდგებოდა,თითოეული სიკვდილმისჯილის საქმეს.იგი გრძნობდა იმ უდიდეს პასუხისმგებლობას,რომელიც მთელი სისრულით იყო მის წინაშე წარმოდგენილი,რადგან,სწორედ მას უნდა გამოეტანა განაჩენი: ვის უნდა – ეცოცხლა და ვინ უნდა – მომკვდარიყო.თითოეულ ასეთ საქმეს დაწვრილებით სწავლობდა.თუკი რაიმე შეკითხვა გაუჩნდებოდა რომელიმე საქმის მიმართ,დაუყონებლივ მრჩევლებს დაეკითხებოდა აზრს.მას განაჩენი საკმაოდ ხანგრძლივი დასკვნების შედეგად გამოჰქონდა.თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უკანასკნელ წუთამდე არ იღებდა,რადგან ყოველთვის ფიქრობდა,რომ ეგებ რაიმე ახალი ისეთი დეტალი გამოჩენილიყო საქმეში,ყველაფერი რომ დადებითისაკენ (სიცოცხლისაკენ) შემოებრუნებინა”.

უინსტონ ჩერჩილს,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მისი მინისტრობისას 43 სიკვდილმისჯილის საქმის განხილვა მოუწია.მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 21-მა სიკვდილმისჯილმა მიიღო.როგორც ცნობილია,ჩერჩილი ყოველთვის გაურბოდა იმ პერიოდის შესახებ საუბარს და თავადაც არ უყვარდა მისი გახსენება.ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა კიდეც:

“ყველა იმ სამინისტროს შორის,სადაც კი ოდესმე მიმუშავია,შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე ნაკლებ სიმპათიას იწვევს ჩემში”.

P.S. მიუხედავად ზემოთ თქმულისა,მას შემდეგ,რაც ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდა,მას ქვეყანაში “სიკვდილით დასჯა” არ გაუუქმებია და პირიქით ამის წინააღმდეგაც გამოდიოდა,შესაბამისად იგი ყოველთვის აძლევდა ხმას,მის შენარჩუნებას.”სიკვდილით დასჯა” კი დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით,საბოლოოდ 1965 წელს გაუქმდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1065 | დაამატა: balu | ტეგები: cherchilis biografia, უინსტონ ჩერჩილი, cherchili, “ეპიზოდი”, cherchilis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.