ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 896/თარიღი: 2013-03-24
მემგონი ასეთი ნავით გასეირნება ძალიან საინტერესო იქნება
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 843/თარიღი: 2013-03-24
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავაში მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ?
რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძრავა პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ, დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში სამუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზიანდება.
მაგრამ მსგავსი პრინციპით მომუშავე ძრავები მხოლოდ ავტომობილებს არ ემსახურება. შიდაწვის აგრეგატები რკინიგზის გამწევ ლოკომოტივებსაც ამოძრავებს და უზარმაზარ გემებსაც. ზოგიერთი მათგანი კი იმდენად დიდია, რომ მასში ძრავის დათვალიერების მსურველი ათეულობით ადამიანიც კი შეიძლება დაატიოთ. რა თქმა უნდა, იქ მათ ჯოჯოხეთი დახვდებათ და არც არავინ ეცდება ამ სულელური ვოიაჟის მოწყობას. ეს ყველაფერი თეორიულადაა შესაძლებელი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 841/თარიღი: 2013-03-24
17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – "მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი” (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს.
აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ "პასიფიკ მისლ რეინჯიდან” აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ "რეიგან ტესტ რეინჯზე” მდებარე სამიზნე გაანადგურა.
ჭურვი ჰაერში რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო აჩქარება მიანიჭა. საჭირო სიმაღლის აღების შემდეგ, ჭურვი რაკეტას დაშორდა და ჰორიზონტალურად, ჰიპერბგერითი სიჩქარით გააგრძელა ფრენა. ამასთან, მისი ტრაექტორია არ იყო ბალისტიკური – ის ჰორიზონტალური მიმართულებით ფრენდა. ამ ტესტით, ამერიკელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნისკენ, რომლითაც ისინი მალე ძალიან დაშორებულ სამიზნეებს მაღალი სიზუსტით გაანადგურებენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 841/თარიღი: 2013-03-24
იაპონური სამშენებლო კომპანია "ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.
როგორც გაზეთი "დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 921/თარიღი: 2013-03-24
"გუდიარის” სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ.
ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.
ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ, NASA-მ (აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია) წამოიწყო და საქმეში მალე "გუდიარიც” ჩართო, რომლის სპეციალისტებმაც, ახალი ტიპის საბურავების პირველი ეგზემპლარები შექმნეს, რომლებსაც "ზამბაროვანი საბურავები” უწოდეს. სახელი მათი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს – საბურავის ტანი 800 მზიდი ზამბარისგან შედგება, რომლებიც მეტალის ცენტრალურ ნაწილზეა დამაგრებული.
ზამბარები საკმაოდ დრეკადია იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც მათი მეშვეობით გადაადგილდება, საკვლევი პლანეტის უხეში ზედაპირისგან, მინიმალური რხევები მიიღოს. რა თქმა უნდა, მუშაობის დროს, კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაზიანდეს კიდეც, თუმცა საბურავის მუშაობის ხარისხს ეს ვერ გააუარესებს.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსის მკვლევარებისთვის "გუდიარს” მავთულოვანი საბურავები ადრეც შეუქმნია. კერძოდ, სწორედ მისი წარმოების ბორბლებზე იდგა მთვარემავალი, რომელიც 1971 წელს მიავლინეს ჩვენი პლანეტის სატელიტზე. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, "ზამბაროვანი” საბურავი გაცილებით გამძლეა იმ საბურავებზე, რომლებსაც კოსმოსურ როვერებზე ამჟამად იყენებენ.
|
|