ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 843/თარიღი: 2013-05-12
1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ისტორიაში,რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა,გახლავთ ამერიკელი ქალბატონი - ელიზაბედ ეიჩელბაუმი.მან აღნიშნული დიპლომი 90 წლისა და 58 დღის ასაკში მიიღო. 2. მსოფლიო ისტორიაში,ყველაზე მეტი სასკოლო მოსწავლე დაფიქსირდა ინდოეთის სამოქალაქო სკოლა "მონტესორიში" (ლუკანუ).2003-2004 სასწავლო წლებში,აღნიშნულ სკოლაში დაფიქსირდა მსოფლიოში სარეკორდო რიცხვი მოსწავლეებისა,რომელთა რაოდენობა 27 911 გახლდათ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 858/თარიღი: 2013-05-12
გენიალური გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი,თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ-ერთი ფუძემდებელი - იოჰანეს კეპლერი (1571-1630 წლები),უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.მოგვიანებით დიდი მეცნიერი თავისი ბავშვობის შესახებ იგონებდა: "ბავშვობაში,სულ ორიოდე "ბედნიერი მოვლენა" დამამახსოვრდა: პატარაობიდანვე,ძალიან ბევრი რამ მსმენოდა კომეტის შესახებ და ჩემდა საბედნიეროდ 1577 წელს,6 წლის ასაკში,დედამ ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1083/თარიღი: 2013-05-12
1. ტაკეო არისიმა (1878-1923 წლები) - დიდი იაპონელი მწერალი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი "სირაკაბა"-ს (თეთრი არყის ხე) ლიტერატურული ჯგუფისა.1910 წელს იგი დაქორწინდა,თუმცა 1916 წელს მეუღლე ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა.1922 წელს გაიცნო ქალთა ჟურნალის "ფუძინ კორონის" რედაქტორი ქალი - აკინო ჰატანო,რომელიც თავის მხრივ დაოჯახებული გახლდათ.მათ შორის მალე გაჩაღდა "სასიყვარულო რომანი",რომელიც მალევე გაიგო აკინოს ქმარმა.იმისათვის,რომ მათი სიყვარულისათვის "ხელი არავის შეეშალა",გადაწყვიტეს ორივეს - ტაკეოსაც და აკინოსაც სიცოცხლე...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 839/თარიღი: 2013-05-09
"ბიბლიოკლეპტომანად" მოიხსენიებენ ისეთ ადამიანს,რომელიც წიგნების მოპარვით არიან დაკავებულები.ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ბიბლიოკლეპტომანად" მიჩნეულია ამერიკელი - სტივენ ბლუმბერგი,რომელმაც 11 წლის მანძილზე 28 სხვადასხვა ბიბლიოთეკიდან 23,000 უიშვიათესი წიგნის მოპარვა შეძლო ამერიკასა და კანადაში.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ მას არც ერთი მოპარული წიგნი არ დაუზიანებია და არც გაუყოდია,ამ მეთოდით იგი ერთგვარ უნიკალური წიგნების კოლექციის შექმნას ცდილობდა.საერთო ჯამში მის მიერ მოპარული წიგნების საერთო ფასმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1126/თარიღი: 2013-05-09
უდიდესს ფრანგ ქიმიკოსს და დამაარსებელს თანამედროვე ქიმიისა - ანტონ ლორან ლავუაზიეს (1743-1794 წლები),მეცნიერების გარდა ბიზნესიც აინტერესებდა და "ბიზნესითაც" გახლდათ დაკავებული.იგი იყო გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც გახლდათ.შემოსავლების და კაპიტალის უდიდესი ნაწილი ლავუაზიემ საკუთარი ქიმიური ლაბორატორიის შექმნა-მოწყობას მოახმარა.სამწუხაროდ ფრანგ რევოლუციონერებს არ აინტერესებდათ ლავუაზიეს უდიდესი გამოკვლევები და მასში არა,როგორც მეცნიერს არამედ როგორც "მშრომელთა სისხლისმსმელ" გ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1023/თარიღი: 2013-05-09
"დაჰომეა" თანამედროვე აფრიკული სახელმწიფოს ბენინის ადრინდელი სახელწოდებაა,რომელიც არსებობდა 260 წლის მანძილზე დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე.იგი დაარსებულ იქნა XVII საუკუნეში.მეფე აჰო ჰოეგბაჯას დროს,რომელიც გახლდათ მესამე მმართველი დაჰომეასი 1645-1685 წლებში და მისი ვაჟის დოსუ აგაჯას მეფობის ხანაში 1708-1732 წლებში,შექმნილ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო არმია,რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს დაეპყროთ რამდენიმე მეზობელი სამეფოები და დაარსებულ იქნა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო,რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება.უმთავრესი ძალა ამ არმიისა გახლდათ,ძალიან კარგად გაწვ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 915/თარიღი: 2013-05-09
თავდაპირველი ცნობები პენსიის არსებობის შესახებ,მოხსენიებულია პარიზის აუდიტორული პალატის დოკუმენტებში და ეს გახლდათ პერიოდი საფრანგეთის მეფის - ლუდოვიკო XI-ის მეფობის პერიოდში (1461-1483 წლებში),აღსანიშნავია,რომ ამ მეფეს დღემდე მოიხსენიებენ ზედსახელებით "უნივერსალური ობობა","ფრთხილი" და "გონიერი".პენსიის შესახებ ცნობები XV საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ შედგენილ დოკუმენტებში ჩნდება.პირველად ოფიციალური პენსია,რომელსაც სახელმწიფო გასცემდა ნებისმიერი თავისი ქვეყნის მოსამსახურისა და მოქალაქის მიმართ,დაფიქს...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1148/თარიღი: 2013-05-09
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული მედეა,რომელსაც ლეგენდის მიხედვით არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და დახმარება გაუწია მას "ოქროს საწმისის" მოტაცებაში,დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა მწერალმა - ევრიპიდემ (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),თავის უკვდავ ტრაგედიაში "მედეა" შვილების მკვლელ,შურისმაძიებელ ქალად წარმოსახა.რისთვის დასჭირდა ევრიპიდეს მითის მაგისტრალური ხაზის გამრუდება და მედეას საშინელ ბოროტმოქმედად გამოყვანა? მიზეზი ამისა შესაძლოა სამი გარემოებით აიხსნანს:...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-05-09
გენიალური ფრანგი მხატვარი და ერთ-ერთი პირველი,თვალსაჩინო წარმომადგენელი "იმპრესიონიზმისა" - ჯაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),1878 წლის მოგონებებში (მაშინ როდესაც იმპრესიონისტული ნამუშევრები იგნორირებული იყო ხელოვანთა გარკვეული ნაწილისაგან და საზოგადოებისაგან),გულისტკივილით წერდა: "ამ კვირაში მთელი პარიზი შემოვირბინე და ამაოდ ვეძებდი ვინმე უცნაურ ადამიანს,ვინც იმპრესიონისტულ სურათს შეიძენდა.არაფერი სეცვლილა რამდენიმე წლის შემდეგაც: დარწმუნებული ვარ,ჩემი ნა...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 953/თარიღი: 2013-05-09
"კამპუსი" ან შესაძლოა ითქვას "კემპუსი" - ინგლისურ ენაზე "Campus",ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში,წარმოადგენს სტუდენტთა ქალაქს,რომელიც თავისთავში,როგორც წესი მოიცავს სასწავლო დაწესებულებებს,სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს,საცხოვრებელ დაწესებულებებს სტუდენტებისთვის,ბიბლიოთეკებს,აუდიტორიებს,სასადილოებს,სათამაშო მოედნებსა და სხვა რიგ დაწესებულებებს.გარდა ამისა,"კამპუსად" მოიხსენიებენ იმ იზოლირებულ ტერიტორიებს,რომელიც მიეკუთვნება დიდ კომპანიას და რომელშიც განვითარებულია შიდასაფირმო ინფრასტრუქტურა,მაგალითად ისეთი,როგორ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 880/თარიღი: 2013-05-08
● იუპიტერი კოსმოსურ ნაგავს იწოვს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და უმეტესწილად ცნობილია დიდი წითელი ლაქით – მის ზედაპირზე მდებარე მასიური ანტიციკლონური ქარიშხლით, რომელიც დედამიწას ზომით სამჯერ აღემატება. თუმცა ამის გარდა გიგანტი პლანეტა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი არსებობა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იუპიტერის შთამბეჭდავი მონაცემები და მისი გრავიტაციული ძალა ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს და კოსმოსურ ნაგავს (ძირითადად ასტეროიდებს, ნამსხვრევებს და ა.შ.) თავისი ორბიტისკენ ექაჩება, რის შედეგადაც მათ დედამიწამდე მოღწევის საშუალებას არ აძლევს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1053/თარიღი: 2013-05-08
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი,ქიმიკოსი და "ელექტრომაგნიტური ველის" ფუძემდებელი - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები),მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და მის რწმენას ვერც ჩარლზ დარვინის ნაშრომების გაცნობამ შეუქმნა საფრთხე.გარდა იმისა,რომ მაიკლ ფარადეი "ლონდონის სამეფო საზოგადოების" წევრი გახლდათ 1824 წლიდან,ამასთანავე იგი გახლდათ იმ "სანდიმანიელთა" სექტის წევრი,რომლებიც ბიბლიას სი...
|
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 26 27 » |