ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 888/თარიღი: 2013-03-23
ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში. ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს. ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 810/თარიღი: 2013-03-23
აცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.
სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.
რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.
სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1186/თარიღი: 2013-03-23
ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ხერხემლის დაავადებებით ვიხდით. მათ შორის 80% ოსტეოქონდროზზე მოდის.
რა არის და რა იწვევს?
ჩვენი ხერხემალი უზარმაზარ დატვირთვას უძლებს – მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით უზრუნველგვყოფს. მთელი ეს დატვირთვა კი 24 მალაზე – პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგან ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიკური შუასადებით – ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, აქტიურად ვმოძრაობთ და ტკივილს არ განვიცდით.
თუ ზურგში ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი – მალებშუა დისკების ანთება ან სხვა სახის დაზიანებაა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1144/თარიღი: 2013-03-23
ფსიქოლოგიის ძალა ნუ მოგაკლდებათ. მიუხედავად ჩემი ინდივიდუალისტური ხედვისა, მაინც, სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან არსებობს ქალის უნივერსალური თვისებათაგანი, რომლებიც ერთიან ღერძს ქმნის. მოდით გამოვყოთ ისინი. სანამ წერას დავიწყებდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იწერება მას შემდეგ რაც ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები შევისწავლეთ და შემდეგ პრაქტიკული გამოვლინებას ვპოვეთ, არა უმცირეს ერთი წლისა
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-03-23
ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ წიგნთან ურთიერთობას. კითხვაში დიდ სიამოვნებას ვპოულობ. დამეთანხმებით ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ბავშვები ხშირად ასე როდი ფიქრობენ. J მითუმეტეს თუ კითხვა ახალი დაწყებული აქვთ. უმჯობესია ბავშვი წიგნთან ურთიერთობას თავიდანვე შევაჩვიოთ და ფართოდგახელილ თვალებში გამოხატული ცნობისმოყვარეობა ფერად-ფერადი წიგნებიტ დავუკმაყოფილოთ. მშობლის მონაწილეობას ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი წინა პოსტში წარმოგიდგინეთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც თქვენს ბავშვს სწავლის პროცესს გაუხალისებდა, დღეს კი წარმოგიდგენთ სახალისო ხერხებს კითხვის გაადვილებისა და წიგნთან ურთიერთობისთვის. მართალია ეს წესი ინგლისური ენის მაგალითზეა აგებული, მაგრამ მერწმუნეთ ის ისეთივე წარმატებული იქნება ქართლის შემთხვევაში.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 948/თარიღი: 2013-03-23
როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1044/თარიღი: 2013-03-23
თანამედროვე ცხოვრების ტემპი დიდ დატვირთვას აყენებს თვალებს. რამდენიმე მარტივი წესის დაცვითა და რეკომენდებული ვარჯიშების ყოველდღიური ჩატარებით თვალებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის ნეიტრალიზებაა შესაძლებელი. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გვიფუჭებს გუნება-განწყობილებას, იწვევს სტრესსა და დაძაბულობას, უარყოფითად მოქმედებს ჩვენი სულის სარკეზე – თვალებზე. კომპიუტერულმა მოდელირებამ დაადასტურა მეცნიერთა მრავალწლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გამოსახულების დამუშავების ფუნქცია უშუალო გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. აქედან – დასკვნა: რაც უფრო ძლიერია სტრესი, მით უფრო მეტად უჭირს ჩვენს ტვინს ბადურადან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პირიქით, რაც უფროა ნაკლებია სტრესული სიტუაცია, მით უკეთ ვხედავთ, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ამა თუ იმ დაავადებისა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1101/თარიღი: 2013-03-23
თამბაქოში შემავალი ნივთიერებები თავისი ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ორგანიზმზე, შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად: კანცეროგენული გამაღიზიანებელი შხამიანი აირები შხამიანი ალკალოიდები განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. კანცეროგენული ნივთიერებები მწეველების სიმსივნური დაავადების სტატისტიკა საკმაოდ ბევრისმეტყველია. კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ქვეჯგუფში: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 993/თარიღი: 2013-03-23
ჩვენი ტვინი უნიკალური ორგანოა. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. თავის ტვინი 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს. ეს დაახლოებით 16–ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის მოსახლეობა. ნერვული იმპულსების გადაცემით, ნეირონები ტვინის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ. შედეგად შეუძლია მოცულობით იმაზე მეტი ინფორმაცია დააგროვოს, ვიდრე ერთად აღებულ 100 კომპიუტერს. მაგრამ დროთა განმავლობაში, ინფორმაციის დამუშავება–დამახსოვრების უნარი თანდათან ქვეითდება. იმისთვის, რომ წლებთან ერთად თქვენი გონება მხოლოდ გაუმჯობესდეს და აუცილებელი მონაცემები სწრაფად გასცეს, საჭიროა მისი მუდმივად წვრთნა. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და რეგულარული ვარჯიში გონების სიმახვილის შენარჩუნებას ეხმარება, ასევე ხანდაზმულობის ჭკუასუსტობისგან იცავს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 864/თარიღი: 2013-03-23
არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს სიამოვნების განცდას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 912/თარიღი: 2013-03-23
ცვალებადობას, რომელიც იწვევს გენოტიპის ცვლას, მემკვიდრული ცვალებადობა ანუ მუტაციური ცვალებადობაეწოდება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 899/თარიღი: 2013-03-23
1. არ ელოდოთ იმას როდის დაგირეკავთ. ტელეფონი ორმხრივად მუშაობს…
|
|