ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1312/თარიღი: 2013-03-23
დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1506/თარიღი: 2013-03-23
სურვილი ნელ-ნელა ქრება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი სიყვარულიც მასავით ჩაქრება? სულაც არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილი და სიყვარული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1258/თარიღი: 2013-03-23
სექსის ჰიგიენა – ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც – გამუდმებით, მეტადრე – სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 970/თარიღი: 2013-03-23
საზოგადოდ, პატარა ბავშვებს სიზარმაცე ახასიათებთ. იშვიათია დედა, რომელიც არ წუწუნებდეს, რომ მისი შვილი თამაშის შემდეგ არ ალაგებს სათამაშოებს, ეზარება საშინაო დავალებების შესრულება, აქა-იქ ყრის ტანსაცმელს და არ იხეხავს კბილებს. მარიამისა და ანას დედა დაღონებული ჰყვება: "როცა ვახშმის მომზადებას ვიწყებ და შვილებს ვთხოვ, ვიდრე სუფრას მიუსხდებიან, ოთახი მოაწესრიგონ, განწყობა უმალვე ეცვლებათ, თითქოს ამ დავალებამ მთელი საღამო ჩაამწარათო. ოხვრა-ოხვრით გამოსწევენ ხოლმე სათამაშოების ყუთს და უმალვე რაღაც საინტერესოს პოულობენ, იწყებენ თამაშს და ოთახს უფრო მეტად ურევენ. რამდენიმე მითითების შემდეგ სათამაშოებს ყუთში ყრიან და სავახშმოდ ემზადებიან. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ოთახს მე თვითონ ვალაგებ. აქა-იქ ვპოულობ ფანქრებს, თოჯინას ფეხსაცმელებს, თავსატეხის ნაწილებს…” გიო წელს სკოლაში მიდის. ის გონიერი ბიჭია, უკვე გამართულად კითხულობს, იცის ყველა ავტომობილის სახელი, მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ფეხბურთელების სახელები. მიუხედავად ამისა, ძიძა ძალიან წუხს, რადგან ბავშვს ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ ასრულებინებს. ბიჭი წრიალებს, ხან ფანქარს ჩააგდებს დაბლა, ხან – წიგნს… ერთი სიტყვით, ზარმაცია. მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ვინ არ არის ზარმაცი? ვინ ისწრაფვის, უფროსის მოსაწყენი დავალება იმწამსვე შეასრულოს? ვინ გამორთავს საინტერესო ფილმს, როცა ძაღლის გასეირნების დრო მოვა? საკუთარი სიზარმაცის მიმართ ჩვენ შემწყნარებელნი ვართ, ბავშვებს კი ვსჯით. აბა წარმოიდგინეთ, როგორ იქცევა ბავშვი, როცა რაიმე აინტერესებს: მას სულაც არ სჭირდება თხოვნა, ის მზად არის მთები გადადგას. სხვა შემთხვევებში კი… სხვა შემთხვევებში კი მშობლებმა გამჭრიახობას უნდა მოუხმონ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 927/თარიღი: 2013-03-23
სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრ-ძნის კბილები უხშირესად ორფესვიანი კბილებია მძლავრი გვირგვინით. სიბრ-ძნის კბილის ამოჭრა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სიბრძნის კბილების განვითარებისა და ამოჭრის პროცესი სხვა კბილების განვითარება-ამოჭრისგან რამდენადმე განსხვავდება და ხშირად პრობლემებიც სდევს თან. საქმე ის არის, რომ ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი – სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა.
ამასთანავე, ამოჭრისას სიბრძნის კბილმა უნდა გადალახოს უკვე ფორმირებული და კალციფიცირებული ქვედა ყბის წინააღმდეგობა…
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1063/თარიღი: 2013-03-23
ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.
საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.
რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 873/თარიღი: 2013-03-23
თაფლს არა მარტო მდიდარი სამკურნალო თვისებები, არამედ ფართო კოსმეტიკური შესაძლებლობებიც აქვს.
ის მრავალი ბალზამის, ლოსიონისა და პომადის ძირითადი შემადგენელი ელემენტია.
კარგად აღწევს კანის უმცირეს ფორებშიც კი, კვებავს მას და წყლის ბალანსს არეგულირებს, რაც კანს დაბერებისა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისაგან იცავს. თვითონაც შეგიძლიათ ჯადოსნური ნიღბებისა და ბალზამების დამზადება. გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის რეცეპტს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 844/თარიღი: 2013-03-23
როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:
• მიიღეთ კონტრასტული შხაპი;
• მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 919/თარიღი: 2013-03-23
ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.
ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით…
ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 855/თარიღი: 2013-03-23
სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი – ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა. წყალი ყველგან არის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.
ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ. წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რის დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა, დისბაქტერიოზი).
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი წყალი (დღეში არანაკლებ 2-2,5ლ) და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი მდგომარეობა. წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება. რაც შეეხება ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს, წვნიანს, ხილსა და ბოსტნეულს – ეს ყველაფერი დამატებაა იმ 2-2,5 ლ წყლისა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. მცენარეული ჩაიც კი არ შედის ამ 2ლ-ში. ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი. მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას. სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1 ჭიქა წყალი – ხელს უწყობს ორგანიზმის
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1472/თარიღი: 2013-03-23
ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.
ანტიბიოტიკები იმ ინფექციური დაავადებებისგან მხსნელებად მოგვევლინნენ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ავლებდა მუსრს. თუმცაღა უკანასკნელ ხანს ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მრავალი მეცნიერი მათ მასობრივი განადგურების იარაღსაც კი ადარებს. როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია, რომ მხოლოდ სიკეთე მოგვიტანოს? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 935/თარიღი: 2013-03-23
საკვები ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, განსაკუთრებით კი 20 წლამდე, ვიდრე ადამიანის ყველა სასიცოცხლო სისტემა მომწიფდება.
თუმცა ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე ბევრი საეჭვო პროდუქტი გამოჩნდა. ძეხვეული, წვენები პაკეტებში, კანფეტები, შოკოლადის ბატონები – ასეთი სურსათი შეიცავს საკვებდანამატებს, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რომელი დანამატები და ემულგატორებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რას იწვევს მათი მიღება? ამ საკითხზე მედიცინის დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება
|
|