ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 853/თარიღი: 2013-03-23
საკვების მისაღებად დილა ყველაზე მძიმე პერიოდია. უმრავლესობა, ძირითადად, შემოვიფარგლებით ერთი ჭიქა ყავით და მაშინვე გავრბივართ სამსახურში ან სასწავლებელში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ დილით მთელი დღის რაციონის ერთი მესამე თუ არ მივიღეთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში ნორმალურად ვერ იმუშავებსდა უფრო მალე ვიგრძნობთ დაღლილობას
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 860/თარიღი: 2013-03-23
იმ რიგითი ევროპელის იმუნიტეტს, რომელიც ეგზოტიკურ ქვეყანაში ხვდება, უმეტესად არ ძალუძს ადგილობრივი ინფექციის შეტევის მოგერიება, რადგან ის ამას მიჩვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი დასვენებისა და გართობის მაგივრად საავადმყოფოში ხვდება. სამწუხაროა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, შენივე ბრალია; არ უნდა დაგელია ჩვეულებრივი (ვთქვათ, ონკანის) წყალი, არ უნდა გებანავა საეჭვო შესახედაობის წყალსაცავში, არ უნდა დაწოლილიყავი ნამიან მიწაზე და არ უნდა გეჭამა გაურეცხავი ხილი თუ ბოსტნეული, რადგან მათში შეიძლება უამრავი ბაქტერია, მიკრორგანიზმი (მაგალითად, ჭიები ან ჭიისმაგვარები) და ვირუსი ბინადრობდეს. ამჯერად მხოლოდ ვირუსებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშ ასე, რომელ ვირუსულ დაავადებას უნდა ვერიდოთ, თუ სამოგზაუროდ ან მივლინებით უცხო, ტროპიკულ ქვეყანაში მოგვიხდა წასვლა?
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1196/თარიღი: 2013-03-23
მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან. 9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.
განწყობის ფსიქოლოგია როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 924/თარიღი: 2013-03-23
5 – 44 წლის მამაკაცები ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ასეთი მონაცემები დიდი ბრიტანეთის 3600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად გამოაშკარავდა.
კვლევა გარემოს დაცვის დეპარტამენტის შეკვეთით გაკეთდა.
ინგლისში ყველაზე უბედური 40 წლის მამაკაცები აღმოჩდნენ, რომლებიც საშუალო ასაკის კრიზისს უჩივიან: მათი ე. წ. ბედნიერების მაჩვენებელი (10-ქულიანი სისტემით შეფასების პირობებში) 6,8 ქულა იყო. ცხოვრებით ტრადიციულად უკმაყოფილო მოზარდ ბიჭებში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი – 7,3 ქულა.
ბრიტანელების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი პენსიაზე გასვლის ასაკი აღმოჩნდა: 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ბედნიერების მაჩვენებელი 7,8 ქულა დაფიქსირდა, იმავე ასაკის ქალისთვის კი – 7,65 ქულა. ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ – 7.55, ჰქონდათ იმ გოგონებს, რომელთაც 20 წელი ახლახან შესრულებოდათ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 922/თარიღი: 2013-03-23
ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.
დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის" ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.
არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის" პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1114/თარიღი: 2013-03-23
ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-03-23
გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ფეხების ოფლიანობას მოგიხსნით.
აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული კაკლის "უღელი” დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ, კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდოთ ). აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.
აბაზანის შემდეგ ფეხები არც გადაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, აცალეთ თვითონ გაშრეს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1156/თარიღი: 2013-03-23
მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.
ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ
პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1047/თარიღი: 2013-03-23
ასთმა (ბერძ.სულხუთვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 3-5%, რიცხვობრივად კი 300 მილიონი ადამიანი დაავადებულია ბრონქული ასთმით. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2025 წლისათვის ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი მსოფლიოში სულ მცირე 100 მლნ-ით მოიმატებს. ასთმის შესახებ "ამბიონს” "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ხარისხის მართვის მენეჯერი, ექიმი ალერგოლოგი – იმუნოლოგი ნანა დოლიძე ესაუბრა:
"კერძოდ, ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწროება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა”.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1450/თარიღი: 2013-03-23
ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 900/თარიღი: 2013-03-23
ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.
ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 987/თარიღი: 2013-03-23
ბუნებრივად აბსოლუტურად თეთრი კბილი არ არსებობს. კბილის მინანქრის არსებულ ფერზე მნიშვნელოვანი, როლი აკისრია მემკვიდერეობას. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარე ფაქტორებსაც (როგორიცაა საკვები, სასმელები, თამბაქო, კოსმეტიკა, გარემოს დაბინძურება და ა.შ.).
|
|