Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » დილა და საუზმე
5:45 PM
დილა და საუზმე
საკვების მისაღებად დილა ყველაზე მძიმე პერიოდია. უმრავლესობა, ძირითადად, შემოვიფარგლებით ერთი ჭიქა ყავით და მაშინვე გავრბივართ სამსახურში ან სასწავლებელში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ დილით მთელი დღის რაციონის ერთი მესამე თუ არ მივიღეთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში ნორმალურად ვერ იმუშავებსდა უფრო მალე ვიგრძნობთ დაღლილობას

ბევრი იმართლებს თავს : ვერ ვჭამ დილითო. ცოტა ადრე ადექით. ერთხელ აიძულეთ თქვენი თვი, მეორეჯერ ორგანიზმი თვითონ მოითხოვს საკვებს.

ყველაზე მეტად გვშია ვარჯიშის შემდეგ. იოგას ვარჯიშის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული წყლის დალევაც კი, მაგრამ დილაობით ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს და შესაბამისად ზედმეტი ნახევარი საათიც კი ჩვენთვის კატასტროფაა, ამიტომაც შეგვიძლია იოგას რამდენიმე ვარჯიში შევასრულოთ, და 10 წუთის შემდეგ დავიწყოთ საჭმლის მომზადება. იოგა ძალიან ადვილად გამოგაფზილებთ.

კიდევ ერთი მომენტი, დილაობით სამსახურში მისვლისთანავე ვიწყებდი სიგარეტის მოწევას. კომმპიუტერი ჩართულიც კი არ მქონდა, მაშინვე გავდიოდი მოსაწევად. იოგას ვარჯიშების შესრულების შემდეგ, დილაობით მოწევა მავიწყდებოდა. არა, სერიოზულად, კომპიუტერს ვრთავდი, ვიწყებდი მუშაობას და ერთი საათის შემდეგ მახსენდებოდა: უი, მე ხომ არ მომიწევია.

თუმცა ჩვენ გადავუხვიეთ თემას:

რისი ჭამა შეიძლება/არ შეიძლება დილაობით:
ჰერკულესი/მიუსლი. მინერალური ნივთიერებებისა და ნახშირწყლების ნაზავი. ვინც ამბობს, რომ დიეტურია – გატყუებთ. ჰერკულესი ძალიან კარგია კუჭის ნორმალური მოქმედებისათვის, ამიტომაც არის სასარგებლო მისი ჭამა დილაობთ, რომ მთელი დღის განმავლობაში კუჭმა არ შეგაწუხოთ.
კვერცხი. ბევრ ვიტამინ А-ს შეიცვას და, რათქმაუნდა, ბევრ ცილას. კვერცხში ცხიმის მაღალი შემცველობაა და ყოველ დილას მისი ჭამა არააა რეკომენდირებული
ჯემი, მურამა - ენერგეტიკურად ძლიერი პროდუქტებია, ხელს უწყობენ ტვინის კარგ მოქმედებას, მაგრამ არ შეიცავენ არც მინერალებს, არც ვიტამინებს და არც ცილებს, ამიტომაც საჭიროებენ დამატებითი პროდუქტების მიღებას. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზედმეტი კალორიებიცაა (ეს მათთვის ვისაც მსუბუქი საუზმე აინტერესებთ)
თეთრი პურის ტოსტები – ნახშირწყლების მაღალი შემცველობა. ვიტამინები ზალიან ცოტაა. მაღალი კალორიულობაა, რაც ხელს უწყობს წონის მომატებას.
თაფლი – ძალას შეგმატებთ. სტრესს ებრძვის. იმუნიტეტს ამაღლებს, ებრძვის გაციების საწყის სტადიებს.
ყველი – კალცის შეიცავს და ცილას. ენერგიას გმატებთ, შესაძლებელია გუნებაც კი აგიწიოთ. ცხიმიანი ყველი დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მომატებაში
იოგურტი – კალცის და ცილას შეიცავს ისეთ ფორმებში, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. იმუნიტეტს ამაღლებს და ებრძვის სტრესს
ხილი, განსაკუთრებით ვაშლი – მწვანე ვაშლი ისევე გამოგაფზილებს, როგორც ერთი ჭიქა ყავა (დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია). სხვა ხილიც ბევრ სხვადასხვა ვიტამინს შეიცავს რაც დამდეგი დღისთვის ენერგიას გმატებთ
პური- უკეთესია შავი პური, ან ორი დღის წინანდელი პური. პური კალორიული საკვებია, მაგრამ დილით თაფლათ ერთად ერთი ნაჭერიპური ძალიანაც სასარგებლოა
ფორთოხლის წვენი – ბევრი ბევრი ვიტამინი С. ის შეიცავს სასარგებლო შაქარს, ენერგიას გმატებთ და არ გასუქებთ
ყავა – უფ, რამდენი ბჭობს ყავის მავნებლობაზე. მაგრამ რა ვქნათ, ვისაც წინ მძიმე დღე გველის, ვერ გავდივართ სახლიდან ყავის დალევის გარეშე. არადა, როგორც სიგარეტი იწვევს შეჩვევას , ასევე კოფეინიც. თუმცა დილაობით ერთი ჭიქა ყავის დალევა არაფერს დაგაკლებთ. მაგრამ უკეთესია უშაქრო დალიოთ ან რძით.
ჩაი – ბევრმა არ იცის, რომ შავ ჩაის იგივე მოქმედება აქვს რაც ჩვეულებრივ ყავას. ასევე შესაძლებელია მწვანე ჩაის და კარკადეს დალევა. კარკადეს სხვანაირად ეძახიან წითელ ჩაის. ის დიდი რაოდენობით ვიტამინ С შეიცავს.ცივი კარკადე ქვევით წევს წნევას, ხოლო ცხელი – ზევით, დილით მისი დალევა მშვენივრად მოქმედებს ორგანიზმზე და მშვენიერია ნაბახუსევზე (პახმელია)
კაკაო - ბავშვების გარდა ვინმე სვამს ამ სასმელს? თუმცა სხვა დილის სასმელებთან შედარებით ის უფრო სასარგებლოცაა (აბა ტყუილად ხომ არ ვასმევთ ბავშვებს). ის აძლიერებს ორგანიზმს და გვმატებს ენერგიას.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 854 | დაამატა: balu | ტეგები: დილა და საუზმე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.