6:18 PM ვნებაა თუ სიყვარული? | |
სურვილი ნელ-ნელა ქრება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი სიყვარულიც მასავით ჩაქრება? სულაც არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილი და სიყვარული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სურვილი ძალიან ფაქიზი გრძნობაა. ის შეიძლება ჩაქრეს, როგორც ფიზიოლოგიური (სხვადასხვა ავადმყოფობა), ასევე ფსიქოლოგიური (სტრესი, ნერვოზი, დეპრესია) მიზეზების გამო. შეიძლება განელდეს თქვენი და თქვენი პარტნიორის უთანხმოების, დაღლილობის, ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემების გამოც. რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, მით მეტად ხდება ისე, რომ ხანდახან სურვილი ნელდება, ეს განგაშის ნიშანი ნამდვილად არ არის. ამ ”სიმშვიდის პერიოდში”, ჯობია იპოვოთ მისი მიზეზი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. თუ ვნება და ერექცია აღარ გაქვთ, ან ქრება მაშინვე, როგორც კი თქვენ სექსით დაკავდებით, უმეტეს შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი პარტნიორი მამაკაცი გაცივდა თქვენს მიმართ. დააკვირდით თქვენს თავსაც და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, იპოვეთ მიზეზი და ეცადეთ მოთმინებით და ალერსით ანუგეშოთ ის, დაეხმარეთ მას (თუ ეს თქვენ შეგიძლიათ) ამ პრობლემის მოგვარებაში. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა დაავადებები და მითუფრო სტრესი, ასევე სხვადასხვა სახის მედიკამენტები, საგრძნობლად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დროულად გაუწიოთ დახმარება, ქართველი მამაკაცების დაყოლიება, ექიმთან ამ პრობლემით მისვლაზე, საკმაოდ ძნელია, მაგრამ თქვენ თბილად და ყოველგვარი პანიკის გარეშე უნდა აუხსნათ თქვენს მეუღლეს, პროფესიონალი ექიმი კონსულტანტის ჩარევის აუცილებლობა. რაც შეეხება იმ პრეპარატებს, რომლებიც ”ხელს უწყობენ” მამაკაცის პოტენციის გაძლიერებას, ვიაგრა, კამაგრა, ქიტესა… ამ პრეპარატების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე, იმიტომ, რომ მსგავსი პრეპარატები აზიანებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებულ აფთიაქებში ეს პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე იყიდება. არის მოსაზრება, რომ მამაკაცს ყოველთვის სურს სექსი, ხოლო ვინ იქნება ის ქალი, რომელთანაც ის კავშირს დაამყარებს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მამაკაცის ბუნებიდან გამომდინარე, ეს მოსაზრება მტკიცდება იმით, რომ მამაკაცი, ყოველთვის ”მზადაა” სექსისთვის, მაგრამ საკითხავია რამდენად ხშირად იღვიძებს მასში ვნება. მზადყოფნა ხომ ყოველთვის არ გამოხატავს სურვილს. მამაკაცის პოტენციაძე მოქმედებს ასაკიც, ”დაღვინებაც” და გამოცდილებაც. თუ საუბარი გვაქვს ზრდასრულ ქალსა და მამაკაცზე, მაშინ მამაკაცს, ისევე როგორც ქალს შეუძლებელია სურდეს მხოლოდ სექსი. მას შეიძლება განმარტოვებაც უნდოდეს. ის მითი, რომ მამაკაცი მხოლოდ სექსზე ფიქრობს ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მცდარია, ძირითადად ამ მითს გულნატკენი მანდილოსნები იგონებენ, რომელთაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ. ამ მითის მიხედვით მამაკაცი ცხოველს ემსგავსება, სექსის მანქანას და აბა მითხარით რომელ მამაკაცს შეუძლია საერთოდ უარი თქვას გრძნობებზე და ასაკთან ერთად არ გადაღალოს ”ერთჯერადი ქალების სიამ”? რაც შეეხება პარტნიორი ქალის არჩევის სურვილის არ არსებობას, ეს მხოლოდ პატარა ასაკში ხდება, მაშინ როდესაც მამაკაცი ჯერ კიდევ გამოუცდელია და აგროვებს კოლექციას არა კოლექციისთვის, არამედ საკუთარი გამოცდილებისთვის. არსებობს ისეთი სექსუალური ვნებაც, რომელიც სიყვარულთან არავითარ კავშირში არ არის. სურვილი და ვნება ხომ ყოველთვის ლოგიკასთან ახლო არ არის. ქალები, მამაკაცისგან განსხვავებით ძალიან იშვიათად ამყარებენ ასეთ კავშირს სიყვარულის გარეშე. თუ ქალი უსიყვარულოდ მსგავს ვნებას ნებდება, ამის მიზეზი რამდენიმეა, ან ეს ქალბატონი ”მამაკაცური” შეგნებით იძენს გამოცდილებას, ამ დროს ის თავისუფალია მენტალიტეტისგან, ან მას სიყვარულში არ გაუმართლა და ლტოლვის შედეგად ცდილობს სიყვარული იპოვოს, ან ის გაუკმაყოფილებელია საკუთარი მამაკაცისგან. სურვილის ჩამოყალიბებაზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი კი არ მოქმედებს, არამედ ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონების დონეც ქალის ორგანიზმში. მაგალითად ქალის ჰორმონი ესტროგენი (ბერძნულად oistros – დაუოკებელი სურვილი) დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოვულაციის წინა პერიოდში და აძლიერებს სურვილს, ვნებას, თითქოს ბუნებამ სპეციალურად იზრუნა იმაზე, რომ ქალი დაუოკებელ სურვილს განიცდიდეს სწორედ მაშინ, როცა მისი ორგანიზმი მზად არის დასაფეხმძიმებლად. | |
|