Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 14 » "გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები" - ნაწილი IV
10:50 PM
"გარდაცვალების გასაოცარი მიზეზები" - ნაწილი IV
1. 42 წლის ამერიკელი პიტერ სტოუნი,მას შემდეგ გარდაიცვალა,რაც საკუთარმა მცირეწლოვანმა (8 წლის) ქალიშვილმა - სამანტა სტოუნმა (გაბრაზებულმა მამაზე),ყავაში,რომელიც მამას უნდა დაელია 72 აბი თაგვის საწამლავი ჩაუყარა.აღსანიშნავია,რომ ამ დროს პიტერი კერძს ამზადებდა და ყურადღება არ მიუქცევია იმ ჭიქისათვის,რომლითაც ყავას სვამდა.პიტერმა მხოლოდ ერთი ყლუპი ყავა მოსვა და იგი იმ წუთასვე გარდაიცვალა.სასამართლოზე,რომელიც ამ ფაქტის შემდეგ გაიმართა,მამის მკვლელ პატარა გოგონას პირობითი მსჯავრი დაედო,რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით იგი მცირე ასაკიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თუ რას სჩადიოდა.
2. 20 წლის ინდოელი გოგონა,საკუთარი მამის - ოგალდ სინგჰის მიერ,მას შემდეგ იქნა მოკლული (თავი მოკვეთა),რაც სრულიად შემთხვევით გადააწყდა,თუ როგორ სეირნობდა მისი ქალიშვილი უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად.
3. ჩრდილოეთ კაროლინაში (ამერიკა) მცხოვრებმა 43 წლის გერი ალენ ბანინგმა,შეცდომით ქილიდან წყლის ნაცვლად ბენზინი დალია მაშინ,როდესაც სიგარეტს ეწეოდა.ამ ფაქტმა კი აალება და მისი ცოცხლად დაწვა გამოიწვია,რასაც ემსხვერპლა კიდეც,
4. 2007 წელს 45 წლის აზერბაიჯანელი მოქალაქე - ოქტაი მახმუდოვი,კიევის ზოოპარკში,თოკის კიბის საშუალებით ლომების ვოლიერში ჩავიდა.ამ ფაქტით გაოგნებულ დამთვალიერებელს კი ამ სიტყვებით მიმართა:
- ღმერთი მე გადამარჩენს,თუკი ის არსებობს!
ვოლიერში ჩასვლიდან რამდენიმე წამში იგი ლომების მიერ იქნა დაგლეჯილი,რასაც ფატალური შედეგი - სიკვდილი მოჰყვა.
5. 86 წლის ბერძენი ქალბატონი - ამაგდალინა ბალტა,გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში კუნძულ ევიაზე.გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა,რომ იგი შიმშილით გარდაიცვალა.რადგან მსოფლიოში,საუბედუროდ უამრავი ადამიანი იღუპება შიმშილით,ეს ფაქტიც არ იქნებოდა გასაოცარი,რომ არა მისი საბანკო ანგარიში,რომელზეც გარდაცვლილს 350 000 ფუნტი-სტერლინგი და 150 ოქროს მონეტა ჰქონდა.

ჭყარო გენია.გი
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 901 | დაამატა: balu | ტეგები: გასაოცარი, მიზეზები, გარდაცვალების, mizezebi, gardacvalebis, gasaocari, IV, - ნაწილი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.