Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 03

ჯორჯ სოროსის მოსაზრებები...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-07-03

1. მე ვარ ადამიანი,რომელიც მუდმივად ეძებს ნაკლოვანებებს როგორც საკუთარ თავში,ისე გარშემომყოფებში.
2. სხვებს რცხვენიათ შეცდომების,აი,ჩემთვის კი საკუთარი შეცდომების გაანალიზება სიამაყის წყაროა.
3. ჩემს თავს ეგოისტად და ხარბად მივიჩნევ... ძალიან დიდი მოთხოვნილებები მაქვს და ყოველთვის ყველაზე წინ საკუთარ ინტერესებს ვაყენებ.


რაა მამული?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1155/თარიღი: 2013-07-03

სამშობლოს შეგრძნება ტერფებით იწყება და ტანით სრულიქმნება.
შიშველი ტერფებით ფეხიდან ამოკრეფილი სილბო შადრევნის წნევით ამოიფრქვევა სხეულში.დედამიწაზე არ დგას ოკეანე,რომლის სიღრმე სამშობლოს ცვარის სიღრმეს უტოლდებოდეს.ოკეანის სიღრმეს რაღაც მანქანებით დააღწევ კაცი თავს.ამ ცვარს კი ვერაფერს მოუხერხებ.მისგან ამოსვლას კი არც უნდა ეცადო.მართლა ფეხისგულებს ქვეშ კი არ იმცვრევა,არამედ ყველა მდგომარეობაში თავზე გადაგვდის.


ყაყაჩო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1281/თარიღი: 2013-07-03

სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ყაყაჩოსებრნი
გვარი: ყაყაჩო

ყაყაჩო (Papaver), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. 100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს, იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში. კულტურაში ცნობილია ხაშხაში (P. somniferum), რომლის თესლს კვების მრეწველობაში და აგრეთვე სამკურნალოდ იყენებენ, კოლოფისგან იღებენ ოპიუმს (შეიცავს ალკალოიდებს მორფიუმსა და კოდეინს). საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან დეკორატიულია P. orientale, P. pseudoorientale და P. oreophilum.[i]


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.