Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 9 » ღორის ხორცის სტეიკი
11:33 AM
ღორის ხორცის სტეიკი
მასალა:

მარილი, პილპილი – გემოვნებით
ზეთი - 1 ჩ.კ.
წითელი მშრალი ღვინო - 1 ს.კ.
ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი - 4 ც.
ნახევარი ლიტრი კეფირი(ეს იმისთვის რომ ხორცი ნაზი გამოვიდეს)

მომზადება:

ხორცი გავრეცხოთ, დავბეგვოთ, შევაშროთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი, წავუსვათ ერთმანეთში შეზავებული ღვინოდა ზეთი,
მოვათავსოთ კონტეინერში სადაც ასხია კეფირი და გავაჩეროთ მაცივარში 3 საათით.
სანამ შევწვავთ ღორის ხორცს, მაცივრიდან რომ გამოვიღებთ ნახევარი საათით დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე, ასე თანაბრად შეიწვება ხორცი.
შემდეგ ხორცი კარგად გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან შევწვათ 15 წუთის განმავლობაში. (ტაფაზე მცენარეული ზეთი არ იხმაროთ, რადგან კეფირით არის გაჟღენთილი ხორცი).
გადავიტანოთ თეფშზე, ზედ მოვათავსოთ არომატული კარაქის პატარა ნაჭერი და ზემოდან კიდევ ერთი თეფში დავაფაროთ.

მივირთვათ ოდნავ მოგვიანებით ბოსტნეულის გარნირთან ერთად.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1829 | დაამატა: balu | ტეგები: goris xorcisgan, steikis momzadeba, goris xorcis steiki, ღორის ხორცის სტეიკი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.