Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ისტორია

ვახტანგ გორგასალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 938/თარიღი: 2013-03-24

ვახტანგ გორგასალი
V საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო ამიერ კავკასიაში, სადაც ადგილობრივი მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. V საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა 7 წლის ვახტანგ გორგასალი. დედა საგდუხტი, ამიერკავკასიის მირზპანის ქალიშვილი იყო.


დავით აღმაშენებელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 916/თარიღი: 2013-03-24

დავით აღმაშენებელი
1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე 16 წლის დავითი ავიდა, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. ახალგაზრდა მეფეს მხარში ედგა პროგრესულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელსაც მისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესესი მეთაურობდა.


ბაბილონის გოდოლი – მითი თუ რეალობა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2322/თარიღი: 2013-03-24

მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები 


Windows ის განვითარების ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 842/თარიღი: 2013-03-24

ინდოუსი (იგივე Windows) არის დღეისათვის არსებული ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft-ის მიერ. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე. ვინდოუსი მუშაობს შემდეგ პლატფორმებზე: x86, AMD64, IA-64, ასევე DEC Alpha, MIPS და PowerPC. ეს პროგრამა ამერიკელმა სტუდენტმა და ახლა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ(უილიამ) გეითსმა გამოიგონა


8 მარტის ისტორია…

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 872/თარიღი: 2013-03-23

8 მარტის დღესასწაული გაჩნდა, როგორც ქალთა უფლებების დაცვის დღე. 8 მარტს 1857 წელს ნიუ-იორკში შეიკრიბნენ მანიფესტაციაზე ფეხსაცმლის და სამკერვალო ფაბრიკის ქალი თანამშრომლები. ისინი ითხოვდნენ 10-საათიან სამუშაო დღეს, ნათელ და სუფთა სამუშაო გარემოს, ხელფასი რამდენსაც იღებდნენ მამაკაცები. იმ დროისთვის ქალები მუშაობდნენ 16 საათს დღეში, და გროშებს იღებდნენ თავიანთ შრომაში. მამაკაცებმა ამდენი გამოსვლის შემდეგ როგორც იქნა შეძლეს 10 საათიანი სამუშაო დღის დამყარება. აშშ-ს ბევრ საწარმოებში შეიქმნა საპროფკავშირო ორგანიზაციები. და უკვე 8 მარტის 1857 წლის შემდეგ შეიქმნა კიდევ ერთი – პირველად მისი წევრები გახდნენ ქალები. მაგ დღეს უამრავ ქალაქში და ნიუ-იორკშიც გამოვიდნენ ასეულობით ქალები დემონსტრაციაზე, და ითხოვდნენ მათი უფლებების დაცვას…


ტამპლიერები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1284/თარიღი: 2013-03-23

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).


ასასინები (Assasins)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1587/თარიღი: 2013-03-23

ასასინები (არაბ. حشيش‎‎, ḥašīš — სამკურნალო ბალახი, მცენარე, კანაფი; მრავლობითი ფორმიდან ჰაშიშიინ) — სამხედროისმაილიტური სექტა შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში. ისინი ევროპაში ცნობილნი გახდნენ ჯვაროსანი მოლაშქრეების ჩანაწერებიდან და მოგვიანებით მარკო პოლოს მოგზაურობიდან. მათი მოღვაწეობის ხანა 1080-1270 წლებით შემოისაზღვრება. 


აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია და მომავალი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1626/თარიღი: 2013-03-23

აბასთუმნის ობსერვატორიას მაცნიერების ამ დარგისათვის უძველესი და საინტერესო ისტორია აქვს.

საქართველოში 32 წელს დაარსდა პირველი საბჭოთა სამთო ასტოფიზიკური ობსერვატორია. იგი საკავშირო აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ფინანსედებოდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე მიდგომით და ერთ-ერთი წამყვანი ობსერვატორია იყო საბჭოთა "ბანაკში”.

დააარსებისთანავე დირექტორად დაინიშნა 25 წლის ევგენი ხარაძე, რომელიც მომავალში გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი.

თუმცა აბასთუმის ობსერვატორიის დაარსება რამდენიმე ფაქტის თანხვედრამ განსაზღვრა. 19 საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ცხოვრობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ვაჟი და ნიკოლოზ II-ის ძმა გიორგი, რომელიც ფილტვების ავადმყოფობით იყო დაავადებული. იგი გატაცებული იყო ასტრონომიით. ის და მისი მეგობარი ასტრონომი გლაზენაპი აკვირდებოდნენ ორმაგ ვარსკვლავებს. გიორგი აბასთუმანში გარდაიცვალა. ის ნაგებობა, სადაც უფლისწული ცხოვრობდა დღემდე არსებობს. როდესაც გლაზენაპმა გამოაქვეყნა თავისი და გიორგის დაკვირვებები აღმოჩნდა რომ სუსტი ტექნიკის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები იყო იმ დროისათვის, რაც გამოწვეული იყო აბასთუმნის სპეციფიკური კლიმატით. სწორედ ეს ფაქტი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიისათვის, რომელიც ეძებდა ადგილს პირველი სამთო ობსერვატორიის დასაარსებლად


ნარკომანიის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 878/თარიღი: 2013-03-23

კოკა და კოკაინი
ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.

ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს, მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება კოკაინი.


მეფე ერეკლეს გმირები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1249/თარიღი: 2013-03-23

გამორჩევით უყვარდათ მეფე ერეკლე ქართველებს. თუშ-ფშავ-ხევსურნი ხომ მთლად უნჯი ყმები იყვნენ. თედო რაზიკაშვილს ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაუწერია. გვსურს მოგითხროთ ზოგი ლეგენდის შესახებ, რომელთა სახელებიც ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა.

თუში ბობღიაშვილი
ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ დაბრუნებულისთვის მამას უბრძანებია, – უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.
უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო – იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.

ხიმიკაურის ხმალი
მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის
ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი,
თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს
ვისაც აეკიდეო.


როკის ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1280/თარიღი: 2013-03-23

როკ მუსიკა არის ჟანრი პოპულარული მუსიკა, რომელიც შემოვიდა ზომიერ in 1950. მას აქვს თავისი ფესვები 1940 და 1950 წელს როკ ენ როლი, რიტმ ენდ ბლუზის, ქვეყანაში მუსიკა და ასევე მიიპყრო on ხალხური მუსიკა, ჯაზი, კლასიკური მუსიკა. Sound of rock ხშირად revolves გარშემო ელექტრო გიტარა, უკან სცემეს მისცემს მიერ რითმის განყოფილების ელექტრო გიტარა, დრამი, და კლავიატურის ინსტრუმენტები, როგორიცაა ჰემონდის ორღანი, პიანინო, ან, რადგან 1970 წლის, სინთეზატორი.ერთად გიტარა ან სინთეზატორი, საქსოფონი და ბლუზის სტილში ჰარმონიკა ზოგჯერ გამოიყენება soloing ინსტრუმენტებისათვის. მის "purest ფორმა”, ეს "სამი აკორდები, ძლიერი, დაჟინებული უკან სცემეს და catchy მელოდიას.


ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1151/თარიღი: 2013-03-23

წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.


« 1 2 ... 7 8 9 10 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.