Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 14 » "მეკობრეობა"
10:53 PM
"მეკობრეობა"
"მეკობრეობა" - გახლავთ: საზღვაო,სამდინარო და იშვიათად სანაპირო ყაჩაღობა,ომის მსგავსი ქმედება არასახელმწიფო მოქმედი პირით.მეკობრეობა არ მოიცავს კრიმინალს ხომალდზე ჩადენილს ეკიპაჟისა და მგზავრების წინააღმდეგ.არის პირი,რომელიც ნებაყოფლობით ეწევა საზღვაო ყაჩაღობას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა,თუ რწმენისა.ქვეყნებს შორის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების გაჩენის დღიდან,მეკობრეობა მკაცრად დასჯადი დანაშაულია.მაგალითად ძველ რომში,მეკობრეობა,ყაჩაღობის მსგავსად ძელზე გაკვრით ისჯებოდა.მეკობრეობა,პრაქტიკულად საზღვაო ნაოსნობის გაჩენის დღიდან არსებობს.ძველად,ზღვარი მეკობრეობასა და საზღვაო ვაჭრობას შორის პირობითი იყო:ზღვაოსნები,სადაც თავს მედგრად ვერ გრძნობდნენ,იქ ვაჭრობდნენ და პირიქით,სადაც შეეძლოთ - ყაჩაღობდნენ.ანტიკურ ხანაში,მეკობრეობით განთქმულნი იყვნენ ფინიკიელი ზღვაოსნები.ანტიკური მეკობრეობა თავის პიკს აღწევს რომის სამაქალაქო ომის დროს,ძვ.წ.აღ-40 იან წლებში.მათი დასაყრდენი პუნქტები იყო მთიანი კილიკია და კუნძული კრეტა.განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი გააქტიურება მითრიდატე მეოთხე ევპატორის დროს,როდესაც ამ უკასანსკნელმა კავშირი შეკრა კილიკიის მეკობრეებთან რომის წინააღმდეგ.მეკობრეები ისე გათავხედნენ,რომ ერთხელ რომის საპორტო ქალაქ ოსტიასაც კი დაესხნენ თავს.ძვ.წ.43 წელს გნეუს პომპეუსმა საგანგებო დავალება მიიღო სენატისგან მეკობრეობის აღმოსაფხვრელად.პომპოეუსმა ხმელთაშუა ზღვა 30 რაიონად დაყო და 500 გემისგან შემდგარი ფლოტით მეკოობრების დევნა დაიწყო.საბოლოოდ ისინი კილიკიის მთიანეთში მოიმწყვდია და განაადგურა. მეკობრეობა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 16 მილიარდით აზარალებს.მეკობეობის 70 % მოდის: ინდონეზიის, ბანგლადეშის,ინდოეთის,ნიგერიის სანაპიროებთან,მალაკის სრუტესთან და ადენის ყურეზე.მეკობრეობა თანამედროვე მსოფლიოშიც პრობლემად რჩება,თუნდაც ამისათვის სომალის მაგალითიც საკმარისი იქნებოდა!
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 925 | დაამატა: balu | ტეგები: ISTORIA, mekobreoba, warmoshveba.mekopreobis, მეკობრეობა, mekobreobis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.