Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მეცნიერება

დარვინიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 836/თარიღი: 2013-03-28

ევოლუციური თეორიის ფუძემდებლად ითვლება დარვინი.
მან სწორად ახსნა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები: ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, არსებობისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა. მისი ნაშრომებია: "სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ შეგუებულთა გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში,” "შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების გარდაქმნა,” "ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა.” დარვინის თეორიის ძირითადი დებულებებია:

1. ევოლუციის მამოძრავებელი ძალები;
2. ბუნებრივი გადარჩევის შემოქმედებითი როლის დადგენა;
3. გამრავლების ინტენსივობა;
4. ევოლუციის შეგუებითი ხასიათი მატერიალისტური და მისი ფარდობითი ხასიათის ახსნა;
5.ბუნებაში მაღალორგანიზირებული და დაბალორგანიზირებული ორგანიზმების ბუნებაში ერთდროული არსებობის და ადამიანის წარმოშობის ახსნა.
ევოლუციის მამოძრავებელი ძალებია: ცვალებადობა, არსებობისთვის ბრძოლა, ბუნებრივი გადარჩევა.
ცვალებადობა არის არამემკვიდრული, მემკვიდრული, კომბინაციური. არამემკვიდრულია მოდიფიკაციური, სეზონური (ცვლილებები წელიწადის დროების განმავლობაში) და ეპიგენეტიკური (ცვლილებები მთელი სიცოცხლის მანძილზე). არამეკვიდრული ცვალებადობა ჯგუფური და განსაზღვრულია. მემკვიდრული ცვლილება ინდივიდუალური და განუსაზღვრელია. კომბინაციურია უკვე არსებულის რეკომბინირება.

დარვინიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 769/თარიღი: 2013-03-28

წარუმატებელი სამეცნიერო-ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1217/თარიღი: 2013-03-28

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს.

“მოლერი” ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 830/თარიღი: 2013-03-28

ამერიკულმა კომპანია "მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი.

ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად "სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – "სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, "სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, "სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე.

ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი "მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი "სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება.

შავი ხვრელები,ნეიტრონული ვარსკვლავები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1067/თარიღი: 2013-03-27

მაშ ასე,დავიწყოთ ზოგადად ვარსკვლავებით. არსებობს ბევრი სახის ვარსკვლავი. ზოგი გიგანტი,ზოგი პატარა. ზოგი პატარა შესაძლოა ბევრად დიდზე მეტად ანათებდეს და ასე შემდეგ. გიგანტური და სუსტად მანათობელი ვარსკვლავია, მაგალითად ბეტელჰეიზე.მცირე ზომის და მაღალი ტემპერატურის, კაშკაშა ვარსკვლავია მაგალითად სირიუსი. თეთრი ჯუჯები კი ისეთი მცირე ზომის და მკვრივი ვარსკვლავებია,რომ ვარსკვლავის ერთი კუბური სანტიმეტრი შესაძლოა ათეულობით ტონას იწონიდეს.

« 1 2 3 4
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.