ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1197/თარიღი: 2013-03-29
1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1024/თარიღი: 2013-03-29
ადამიანის არსებობის მანძილზე არ მეგულება ძე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ოცნებით არ გაენავარდოს ვარსკვლავეთში. რაც მეტად ჭკვიანდებოდა ჰომო საპიენსი, მით მეტ ცოდნას აგროვებდა ვარსკვლავთა "წინასწარმეტყველებათა წიგნში”.
წიგნი კაცობრიობის უტყუარი მეგზური აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვარსკვლავებში გასვლის სურვილი, კაცობრიობა ამას არ დასჯერდა და XVII საუკუნეში კოსმოსში ტელესკოპი "გაიჭრა”, XX-ში, -თვით ადამიანი, ოღონდ "ახლოს”, -მთვარეზე. XXI-ში კი ასტრონომებმა სრულად დაათვალიერეს გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი დედამიწაა. ჩვენს გალაქტიკას "ირმის ნახტომი”ჰქვია და მასში ჩვენი მზისნაირი 150 მილიარდი ვარსკვლავია.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 859/თარიღი: 2013-03-29
დამკვიდრებული იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამყარო სტატიკურია, ანუ სამყარო არ იცვლება და მასში მიმდინარე პროცესები ყოველთვის მიმდინარეობდა.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1458/თარიღი: 2013-03-28
… რამდენიმე წლიურ დეკადაში ერთხელ დედამიწას ეცემა 1 ტონა მასის სხეული. უფრო დიდი მასის – ერთი კილომეტრი ზომის მქონე სხეულის დედამიწაზე დაცემის სიხშირე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი წელია.
დაახლოებით 50 000 წლის წინ ასეთი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა არიზონის უდაბნოში. 1908 წლის 30 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე, ტუნგუსკაში, ჩამოვარდა მეტეორიტი. ამ დროს დარტყმითმა ტალღამ ლონდონამდე მიაღწია აფეთქებიდან 4 საათის შემდეგ. მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნათება იმდენად დიდი იყო, რომ ევროპაში ღამით კითხვაც კი შეიძლებოდა. 65 მილიონი წლის წინ დიდი მეტეორიტის დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია იმ დროისთვის დომინანტი ცოცხალი ორგანიზმების (მაგ. დინოზავრების) გადაშენება. ასეთი მასშტაბური მოვლენა რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 908/თარიღი: 2013-03-28
მას შემდეგ, რაც სამყარო საკმარისად გაცივდა, დაიწყო წარმოქმნა ატომურმა მატერიამ.
სამყაროში გაჩნდა შემკვრივებული უბნები. თავის მხრივ, შემკვრივებულმა მატერიამ გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო მიიზიდა სამყაროში გაფანტული სხვა მატერია და შემკვრივებული უბნების ზომა იზრდებოდა. დაიწყეს წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა. შემდეგ შედარებით ახლო მდებარე ვარსკვლავებმა მიიზიდეს ერთმანეთი და წარმოქმნეს ვარსკვლავთა კლასტერები. ვარსკვლავთა კლასტერების გაერთიანებებმა წარმოქმნეს გალაქტიკები. ამჟამად ცნობილია ორასი მილიარდი გალაქტიკა. გალაქტიკაში შეიძლება იყოს ასობით მილიარდი ვარსკვლავი. გალაქტიკებში წარმოიქმნება ვარსკვლავები და პლანეტები.
მას შემდეგ, რაც გალაქტიკა დაასრულებს ევოლუციას, მის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შემკვრივებული ბირთვი შუაში და დისკი, რომელიც გარშემორტყმულია ფარული მატერიით.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 977/თარიღი: 2013-03-28
ეკოლოგიურად სუფთა და და უშრეტი ენერგიის წყაროებზე მსჯელობა განსაკუთრებით ინტენსიურად იწყება მაშინ, როცა მსოფლიოს თავს ატყდება ენერგოსისტემის მორიგი კრიზისი.
ამასთან, ჩვეულებრივ გამოიყენება თითქმის ერთნაირი არგუმენტები, მიუხედავად იმისა, ეს კრიზისი გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით თუ ტექნოგენური კატასტროფით, ისეთით, როგორიც წლევანდელი ავარიაა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე იაპონიაში. უფრო "რბილად” და თავდაჭერილად, მაგრამ სულ უფრო ჯიუტად და თანმიმდევრულად ამგვარ დისკუსიებს განაპირობებს ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები და ამ ტენდენციებით შეშფოთებული "მწვანეთა” მოძრაობის მოთხოვნები გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების აუცილებლობის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1571/თარიღი: 2013-03-28
ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან.
ესენია: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის დეპარტამენტი, გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი და სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი. ცენტრი ახორციელებს არაერთ პროექტს ყველა ამ მიმართულებით, მაგრამ მათგან არის ერთი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები არიან ჩართულნი და რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ინსტიტუტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგების, მასტაბურობისა და საზოგადოების დაინტერესების თვალსაზრისით. საქმე ეხება ექსპედიციების წყებას მარტვილის რაიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც მოჰყვა. ამ საკითხზე მოკლედ ერთხელ უკვე დავწერეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დასრულებული მორიგი ექსპედიცია თემის განახლების და მასზე უფრო ფართო დისკუსიის გამართვის საშუალებას გვაძლევს, მით უფრო, რომ ამ ბოლო ექსპედიციას ერთდროულად ორგვარი ამოცანები ჰქონდა – ტურისტული და სამეცნიერო მასალის დაგროვება-დამუშავება.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 891/თარიღი: 2013-03-28
შვეიცარიის (ციურიხი) ფედერალური უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის (კემბრიჯი, აშშ) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგებმა, გენების ჯაჭვი შეიმუშავეს, რომელსაც კომპიუტერივით მუშაობა შეუძლია და უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ლოგიკურ ოპერაციებს ასრულებს – უჯრედის მდგომარეობას აანალიზებს და კიბოს დიაგნოზის დასმისთანავე, იმუნურ სისტემას, დაავადებული უჯრედის განადგურების ბრძანებას აძლევს.
შვეიცარიელი და ამერიკელი ბიოლოგები თვლიან, რომ შესაძლებელია აღნიშნული გენური კოდის პაციენტის ორგანიზმში მასობრივად ჩანერგვა. კოდი გენების მიმდევრობისგან შედგება, რომლების დანიშნულებაც მიმღები ორგანიზმის უჯრედების გასინჯვაა. და თუ უჯრედს გადაგვარების ნიშნები აღმოაჩნდა, "მკურნალი” გენები აღნიშნულ უჯრედში აპოპთოზის პროცესის სტიმულირებას იწყებენ.
აპოპთოზი უჯრედის თვითმკვლელობის პროცესია, თუმცა ეს თვისება კიბოთი დაავადებულ უჯრედებს დაკარგული აქვთ, რაც მათ უკონტროლოდ გამრავლების საშუალებას აძლევს. გარედან შეყვანილი გენები კი მათ ამ თვისებას უბრუნებს, რის შემდეგაც, პაციენტის ორგანიზმი დაავადებას თავისით "მოინელებს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1172/თარიღი: 2013-03-28
არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.
თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1126/თარიღი: 2013-03-28
რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა ევოლუციის შესახებ და რატომ

წინამდებარე სტატია (და, ალბათ, რამდენიმე მისი მომდევნოც) ევოლუციის საკითხებს (და, ზოგადად, ევოლუციის პროცესის სხვადასხვა ინტერპრეტაციაც) ეძღვნება. შევეცდები შემოგთავაზოთ როგორც ორიგინალური სტატიების თარგმანი, ისე ნაშრომების ერთობლიობის მომოხილვაც და ამ ნაშრომების შემაჯამებელი კომენტარებიც. დღევანდელი სტატია კარგ ამოსავალ წერტილად მიმაჩნია ამ თემაზე მსჯელობისთვის.

1860 წელს, როდესაც დარვინის "სახეობათა წარმოშობის” (The Origin of Species, 1859) გამოცემიდან ერთი წელი იყო გასული, ინგლისის ერთ-ერთი ეპისკოპოსის მეუღლეს უთქვამს: "ჩემო ძვირფასებო, მაიმუნის შთამომავლებო! იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართალი არ არის, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ვილოცოთ, რომ ეს ამბავი საყოველთაოდ ცნობილი არ გახდეს”. თანამედროვე დიდი ბრიტანეთით ეს მანდილოსანი ალბათ უკმაყოფილო დარჩებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დღეს კარგად იგრძნობდა თავს: 2004 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით (Gallup poll, November 2004), რესპონდენტების 45% თავს კრეაციონისტად თვლიდა. კიდევ 38% თეისტური ევოლუციის მოძღვრებას იზიარებდა, ანუ მიაჩნდა, რომ ადამიანის ევოლუცია მილიონობით წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ეს პროცესი ღვთის ნებით წარიმართებოდა. და მხოლოდ 13%-სთვის იყო მისაღები ევოლუციის ე.წ. "სრულიად ნატურალისტური” მოდელი, რომლის თანახმადაც ევოლუცია ზეგარდმო ძალებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

უკვე დროა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა მეტი დაჟინებით მოითხოვონ, რომ ევოლუციის თეორია საუნივერსიტეტო განათლების უცვლელი ნაწილი გახდეს, მათ შორის, ჰუმანიტარული ფაკულტეტებისთვისაც. ამ დებულების საფუძველი მხოლოდ ფაქტების შესწავლას არ ემყარება. ცნობილია, რომ მრავალი ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროგრამაში შეტანილია ბიოლოგიის კურსი. ასეთი კურსის გავლის შედეგად, სტუდენტებს ექმნებათ ზოგადი წარმოდგენა დარვინის თეორიაზე, მის ზოგიერთ – შედარებით ადვილად გასაგებ – მხარდამჭერ ფაქტზე და, შესაძლოა, ამ თეორიის პრაქტიკული გამოყენების რამდენიმე მაგალითზე. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიის მასწავლებლების უმეტესობა ევოლუციის თემაზე საუბრისას საკმარისად ნათლად არ გამოყოფს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს. ამ სტატიაში აღწერილია ოთხი შესაძლო პასუხი კითხვაზე: "რა უნდა იცოდეს ყველა სტუდენტმა (და ალბათ, ყველა ადამიანმა) ევოლუციის შესახებ”. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თვით ევოლუციის იდეა ხშირად სკეპტიციზმის ან, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულების გამომწვევია.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 724/თარიღი: 2013-03-28
როგორც ცნობილია, გენები (ორგანიზმების ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი ერთეულები) მშობლებისგან მომავალ თაობას გადაეცემა და ეს მემკვიდრეობითობის უმთავრესი მექანიზმია.
ამ გზით ხორციელდება როგორც გარკვეული ნიშან-თვისებების შენარჩუნება მრავალი თაობის განმავლობაში, ისე ახალი ნიშან-თვისებების (ცვალებადობის) წარმოქმნა, რადგან ორგანიზმები გენების ნახევარს დედისგან იღებენ, ნახევარს კი – მამისგან. გენების ამგვარ გადაცემას სხვაგვარად "ვერტიკალურს” უწოდებენ, რადგან ერთი თაობა მეორეს, მის მომდევნოს, "ზემოდან ქვემოთ”, "შვეულად” გადასცემს ნიშან-თვისებების განმსაზღვრელ ფაქტორებს. მაგრამ ასევე არსებობს გენების ე.წ. "ჰორიზონტალური” გადაცემა, როდესაც გენები (დნ მჟავის ფრაგმენტების სახით) გადაეცემა ერთი "ზრდასრული” ორგანიზმიდან მეორეს. ასეთ გადაცემას ასევე "ლატერალურს”, ანუ გვერდითს უწოდებენ, რადგან ამ პროცესში მონაწილე ორგანიზმები ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნიან, ერთსა და იმავე "დონეზე” დგანან და გენეტიკური მასალის გადაცემა მიმართულია არა "ქვემოთ”, არამედ "გვერდით”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის. ამ სტატიაში აღწერილია HGT-ს სხვადასხვა მექანიზმი და განხილულია ამ პროცესის მნიშვნელობა ევოლუციაში.

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 970/თარიღი: 2013-03-28
ტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაცია იქნება დადასტურებული. 2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერი შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა