11:20 AM მხატვარი - თომას ქინქეიდი | |
თომას ქინქეიდი (Thomas Kinkade) - ამერიკელი ფერმწერი, რომელსაც მედიამ „შუქის ოსტატი" უწოდა. მის ნამუშევრებს გამოარჩევს ფერების გამაოგნებელი ოსტატობით გამოყენების ტექნიკა და შუქის ეფექტი. საკუთარ თავსაც ასე უწოდებდა - „თომას ქინქეიდი - შუქის მხატვარი". ქინქეიდის ნახატების უმეტესობაში პასტელის ტონებია გამოყენებული. მის იდეალისტურ ზღაპრულ ნამუშევრებში ძირითადად ასახულია პატარა მყუდრო კოტეჯები, ქალაქის ქუჩები და ზოგადად, ისეთი ადგილები, რომელთა ცქერისას სიმშვიდე და სიხარული გეუფლება. ქინქეიდის ნამუშევრების ტირაჟირება ხშირად ხდებოდა ფაზლებისა და კალენდრების სახით; ნახატების გაყიდვას კი ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიონი დოლარი მოჰქონდა. როგორც თავად მხატვარი ამბობდა, მისი ნამუშევრები „ამერიკის 10 მილიონ სახლში მაინც ჰკიდია". მიუხედავად ამისა, ქინქეიდს ხშირად აკრიტიკებდნენ შემოქმედების კომერციალიზაციის გამო და მის ნამუშევრებს კიტჩს უწოდებდნენ. კინქეიდი 1958 წლის 18 იანვარს, საკრამენტოში (აშშ) დაიბადა და 2012 წლის 6 აპრილს 54 წლის ასაკში საკუთარ სახლში - სან ფრანცისკოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდაfrown მოგვიანებით ქინქეიდის მთელი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ, დღეს კი წარმოგიდგენთ ქინქეიდის 30-მდე ნამუშევარს. | |
|