7:25 PM ყველაზე დიდი საავტომობილო საცობი ისტორიაში | |
დღემდე დაფიქსირებულ საავტომობილო საცობებს შორის,სიდიდით "ბადალი" არ გააჩნია 2010 წელს,ჩინეთის დედაქალაქ პეკინთან ახლოს არსებულ - ნაციონალურ შოსე 110-ზე დაფიქსირებულ,მართლაც უზარმაზარ საცობს.აღნიშნული საცობი 10 დღის მანძილზე გრძელდებოდა და იგი გადაჭიმული გახლდათ 100 კილომეტრ სიგრძეზე.თითოეული ავტომობილი,რომლებიც ამ საცობში მოყვა,დღეში საშუალოდ 500 მეტრი მანძილის გავლას ახერხებდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საცობში მოხვედრილი ავტომობილის მგზავრებისათვის სპეციალურად ქუჩის ბაზრობებიც კი გაკეთდა,რათა მათ აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქტი და ნივთები შეეძინათ.2010 წელს ჩინეთში,კერძოდ პეკინთან ახლოს - ნაციონალურ შოსე 110-ზე დაფიქსირებული საავტომობილო საცობი,დღესდღეობით ყველაზე დიდ საავტომობილო საცობად არის მიჩნეული ისტორიაში. | |
|