Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 9 » რომელი პროდუქტია ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო და აუცილებელი
0:41 AM
რომელი პროდუქტია ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო და აუცილებელი
დიდი ხნის კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პროდუქტების სასარგებლო და აუცილებელი მნიშვნელობა, ადამიანმა რეგულარულად რომ უნდა მიიღოს, რათა მთელი რიგი დაავადებები აიცილოს თავიდან და ჯანმრთელობა და სიმხნევე დიდხანს შეინარჩუნოს. კერძოდ:

ისპანახი მდიდარია რკინითა და ბევრი სასარგებლო ნაერთით. ის ამაგრებს ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვებს, ხელს უშლის თვალის ბადურის დაშრევებას. ასევე, დაბალკალორიულია.

ნიორი იცავს გულს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სიმსუქნის წარმოქმნასა და განვითარებას. თუმცა, მისი ჭამა მათ ეკრძალებათ, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, რადგან ის აღიზიანებს ლორწოვან გარსს.

პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტური ლიკოპენითა და C ვიტამინით. ის ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების განვითარებას. კენჭოვანი დაავადებების მქონე ადამიანები პომიდვრის ჭამას უნდა მოერიდონ.

კომბოსტო და სატაცური მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიტამინებითა და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

მოცვი აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.

თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი შეიცავს ისეთ მჟავას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. გულისთვის კი ეს პროდუქტი უებარი საშუალებაა.

თევზი ომეგა 3-ის წყაროა, რომელიც გულს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტისა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, ხელს უწყობს თავის ტვინის მუშაობას.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 833 | დაამატა: balu | ტეგები: sachiro, ორგანიზმისთვის, და აუცილებელი, პროდუქტია, ყველაზე, yvelaze margebeli produqtebi, organizmistvis, რომელი, უსაფრთხო, produqtebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.