Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 9 » სხვადასხვა ტემპერატურა და ტენიანობა მცენარეებისთვის...
11:31 AM
სხვადასხვა ტემპერატურა და ტენიანობა მცენარეებისთვის...
განსაკუთრებით მკვეთრად მცენარეები ნიადაგის ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზე რეაგირებენ. თუ მცენარე ქვაზე ან მარმარილოზე დევს, ნიადაგის გადაცივების საფრთხე იზრდება.თბოიზოლაციისთვის რეკომენდებულია ქოთნის ქვეშ ხის პატარა ფიცრის დადება

გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა მცენარეების უმრავლესობას ზრდის პერიოდი აქვს, ჩვენს ბინებში არსებული ტემპერატურა მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე დაბლა იშვიათად ეცემა. ზაფხულში კი პირიქით, ფანჯრების ახლოს მდგომ მცენარეებს ზედმეტი სითბო აწუხებს.
ზამთარში სხვა სიტუაციაა. ამ პერიოდში სხვადასხვა მცენარეებს ტემპერატურისადმი სხვადასხვა მოთხოვნილება აქვთ. ზოგიერთს დღის სინათლის ხანგრძლივობის შემცირების მიუხედავად სითბო მაინც ჭირდება, ზოგ მცენარეს სიმშვიდის პერიოდი ეწყება და ამიტომ შედარებით გრილ ადგილას უნდა გქონდეთ. ტემპერატურასთან დაკავშირებით ზოგადი რეკომენდაციების გაცემა რთულია. ზოგჯერ ერთი და იმავე ოჯახში შემავალ მცენარეებსაც კი სხვადასხვა პირობები ჭირდება.

მაგალითად, ანტურიუმი (Anthurium scherzerianum) და ზანტედესქია (Zantedeschia) ერთ - აროიდულთა (Araceae) ოჯახში შედის. ანტურიუმისთვის ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 160C-ა, ოპტიმალური კი 200C-სა და 220C შორის მერყეობს. ზანტედესკია კი ყველაზე უკეთ 150C ტემპერატურაზე იზრდება და ყვავის. თუ ჰაერის ტემპერატურა 180C-ს გადააჭარბებს, მცენარეს ახლადამოსული ფოთლები და ყვავილები სცვივა.

სითბოსმოყვარულ მცენარეებს ზამთარშიც ზომიერი ტემპერატურა ესაჭიროება. თუმცა მაგალითად კაკტუსების ბევრი სახეობა ცივ თვეებში შედარებით გრილ შენობაში უნდა გქონდეთ.

მცენარეები, რომლებიც ძალიან თბილ და ძალიან ცივ ოთახებში შეიძლება გქონდეთ
ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნილების მიხედვით ფლორისტები მცენარეებს სამ ჯგუფად ყოფენ: სიცივეგამძლე მცენარეები, მცენარეები, რომელთაც ზომიერი ტემპერატურა ურჩევნიათ და სითბოსმოყვარულები. ოთახის მცენარეთა უმრავლესობა მეორე ჯგუფს ეკუთვნის: მათ საშუალოდ 150C-დან 200C-მდე ტემპერატურა ჭირდება. ქვემოთ მოყვანილია მცენარეები ჩამონათვალი, რომლებიც ძალიან ცივ ან ძალიან თბილ ოთახებში შეიძლება გქონდეთ.

სითბოსმოყვარული მცენარეები (თავს კარგად გრძნობენ 200C-250C ტემპერატურაზე): ალამანდა, აფელანდრა, დიფენბაჰია, სიცივეგამძლე მცენარეები (იტანენ 100C-150C ტემპერატურას): მაჩიტა, ქლოროფიტუმი, ფურისულა, ქვატეხია.

ზაფხულში - სუფთა ჰაერზე

ოთახის მცენარეებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც თავს განსაკუთრებულად კარგად იგრძნობს, თუ ზაფხულს სუფთა ჰაერზე გაატარებს. მაისიდან პირველი ყინვების დაწყებამდე ისინი აივანზე, ტერასაზე ან ბაღში უნდა გაიტანოთ. მზეში კარგად იზრდება და ვითარდება აჰავა, პალმის ზოგიერთი სახეობა, ოლეანდრი, ჰიბისკუსი, მურტი, ბუგენვილია და ციტრუსები. აზალია, ჰორტენზია და კამელია ჩრდილიან ადგილებში უნდა გქონდეთ.

ორივე ჯგუფის მცენარეებს ბევრი სინათლე ჭირდებათ, მათ კარგად გადააქვთ მზის სითბო და ღამის სიგრილე და იმდენად გამძლეები არიან, რომ მათ მსუბუქი ქარი და ნულთან მიახლოებული ტემპერატურაც ვერ ვნებს.
სითბოსმოყვარული და განსაკუთრებულად ნაზფოთლებიანი მცენარეები სუფთა ჰაერზე არ უნდა გამოიტანოთ, როგორიცაა, მაგალითად, უზამბარული ია, კალადიუმი ან მაღალი ბეგონია.
თუ რამდენიმე ძირითად წესს დაიცავთ, ზაფხულში მცენარეების ბაღში გადატანასთან დაკავშირებით სირთულეებიც არ გექნებათ.


სწორად შეარჩიეთ დრო

მცენარეების სუფთა ჰაერზე გამოტანის დრო, ძირითადად, ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია პირველივე თბილ დღეებში შეგიძლიათ მცენარეების გარეთ გამოლაგება, თუმცა, ცივი ღამეების შემთხვევაში ღამით უკან უნდა შეიტანოთ. ღამით გარეთ დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ყინვის საფრთხე გადაივლის.

აცადეთ მცენარეებს ახალ ადგილთან მიჩვევა

პირობები, რომელშიც ოთახის მცენარეები იყო, ძალიან განსხვავდება ღია ცისქვეშ არსებული პირობებისგან. გარეთ გაცილებით მეტი სინათლეა, მცენარეებს შეიძლება მოხვდეს მზის პირდაპირი სხივები, გარდა ამისა, ღამით ტემპერატურა გაცილებით მკვეთრად იკლებს, ვიდრე ოთახში. ამიტომ მცენარეები ახალ პირობებს ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ.

თუ შესაძლებელია, პირველ ღამეებში მცენარეები უკან, სახლში შეიტანეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გარეთ ცხოვრების პირველ დღეებში მზის მოყვარული მცენარეებიც კი შუადღის მცხუნვარე მზეს უნდა მოარიდოთ, აჯობებს თუ მათ ჩრდილიან და ქარისგან დაცულ ადგილას დადგამთ.
მოვლის თავისებურებები
რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში მცენარეები უნდა მორწყათ და გაანოყივროთ. მცენარეები, რომლებიც წვიმაშიც ხვდებიან, აუცილებლად სადრენაჟო ნახვრეტიან ქოთანში უნდა იყოს ჩარგული. თუ მცენარეებს ბაღში ქოთნის კიდეებამდე ჩაფლავთ, მათი ცალ-ცალკე მორწყვის აუცილებლობა აღარ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულად დაათვალიეროთ, მცენარეებს რაიმე მავნე მწერი ან დაავადება ხომ არ შეეყარა. ღია ცის ქვეშ განსაკუთრებით იზრდება იმ მავნებლების გაჩენის ალბათობა, რომლებიც ოთახში უკიდურესად იშვიათად ჩნდება, მაგალითად, ლოქორა ან ვაზის ცხვირგრძელა.

მცენარეების ოთახში დაბრუნება

ნუ დაელოდებით ყინვების დაწყებას, აჯობებს თუ მცენარეებს ცოტა ადრე შეიტანთ ოთახში. არ ღირს მცენარეების პირდაპირ ძალიან თბილ ოთახში შეტანა, თავიდან ისინი შედარებით გრილ და რაც შეიძლება ნათელ ადგილას დაალაგეთ. შეამოწმეთ კიდევ ერთხელ, ხომ არ არიან მავნებლებით დაზიანებული. თუ ღია ცის ქვეშ მცირედი დაზიანება დასაშვებია, ოთახში მცენარე სრულიად ჯანსაღი უნდა იყოს, თორემ დაავადებას სხვა მცენარეებსაც გადასდებს.

მცენარეები, რომლებსაც ზამთარში სიგრილე ურჩევნიათ

ოთახის ზოგიერთი მცენარე დღის სინათლის ხანგრძლივობის შემცირების პარალელურად, ანუ ნოემბრიდან თებერვლამდე, რაც შეიძლება გრილ ოთახში უნდა დადგათ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ზოგიერთი სახეობა, რომელიც ზაფხულის სუფთა ჰაერზე გატარებას ამჯობინებს, მაგალითად, აჰავა, ფინიკის პალმა, მურტი, ოლეანდრი, ფუქსია და ჰორტენზია. კაკტუსებს და კლივიას ზამთარში სიმშვიდის პერიოდი ეწყებათ, რათა გაზაფხულზე ისევ აყვავდნენ.

ზამთარში მცენარეები უნდა გედგათ ნათელ ოთახში ჰაერის 50C-100C ტემპერატურაზე. ამ პირობებში მცენარის ცხოველქმედების პროცესები მინიმუმამდე მცირდება, ზრდა კი პრაქტიკულად წყდება. პარალელურად მორწყვაც უნდა შემცირდეს ან მთლიანად შეწყდეს. მცენარეები მზის პირდაპირ სხივებში არ უნდა ხვდებოდნენ და არც კარგად გამთბარ ოთახში იდგნენ, რადგან ამ შემთხვევაში სიმშვიდის პერიოდი შეწყდება.

სითბური რეჟიმის დაცვის პირობები

ოთახის მცენარეებს შედარებით მუდმივი და ზომიერი ტემპერატურა ჭირდება ზრდის პერიოდში და უფრო მეტი სიგრილე სიმშვიდის პერიოდში.

სწორი მორწყვა

ერთი შეხედვით, მცენარის წყლის საჭირო ოდენობით უზრუნველყოფა საკმაოდ ადვილი საქმეა. მიუხედავად ამისა, ფლორისტთა უმრავლესობისთვის ეს ყველაზე რთული პრობლემაა

რისთვის სჭირდება მცენარეს წყალი

წყალი მცენარის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ გავიხსენებთ, რომ ბალახოვანი მცენარეები 90%-ით წყლისგან შედგება, გასაგები იქნება, რომ ის პირველ რიგში მცენარის ქსოვილებისთვის უმნიშვნელოვანესი სამშენებლო მასალაა. გარდა ამისა, წყლის მეშვეობით მცენარემდე მისი სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები აღწევს. მცენარის ფესვებს ხომ ნიადაგში შემავალი მინერალური ნივთიერებების ათვისება მხოლოდ წყალში გახსნილ მდგომარეობაში შეუძლია. წყალი განსაზღვრავს მცენარის გარეგნულ სახესაც. მცირე მცენარეულ უჯრედებში შიდა წნევა გაცილებით მეტია გარეზე. იქმნება ე.წ. ტურგერი (გაფუება, ლათინური სიტყვიდან turgere). ტურგერი უჯრედებში მარილების შედარებითი მაღალი შემცველობის გამო წარმოიქმნება. წყლის უკმარისობის დროს შიდა წნევა ეცემა, ტურგერი მცირდება და მცენარე ჭკნება. პირველ რიგში ეს მცენარის ფოთლებს ეტყობა. წყლის კიდევ ერთი ფუნქცია მცენარის უშუალო სიახლოვეს მიკროკლიმატის შენარჩუნებაა. მცენარის შთანთქმული წყლის უდიდესი ნაწილი შემდგომში კვლავ მცენარის ფოთლებიდან ორთქლდება. ამის წყალობით მცენარის ირგვლივ წარმოიქმნება სიგრილის ზონა, რომელიც მას ზედმეტი სიცხისგან იცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზაფხულში ხდება. ადამიანის ორგანიზმში მსგავს ფუნქციას ოფლის გამოყოფის პროცესი ასრულებს.

შეგუების უნარი

წარმოიდგინეთ, როგორც ცხოვრობს ჩვენი ოთახის მცენარე ბუნებრივ პირობებში. წყლის უმთავრესი წყარო მისთვის წვიმა, დნობის ან მიწისქვეშა წ@@@ბია. რასაკვირველია, მიწა ყოველთვის ფხვიერი, შავმიწა და ტენიანი არაა. პირიქით, არის უამრავი ადგილი, სადაც ხანგრძლივი გვალვები ან კოკისპირული წვიმები იცის. მცენარეები კი, როგორც წესი, შეგუების უჩვეულო უნარს ავლენენ. მაგალითად, კაკტუსს უკიდურესად გვალვიან მხარეშიც შეუძლია ცხოვრება, რადგან წყლის საკმაოდ დიდ მარაგს ქმნის. წვნიანი მცენარეები, როგორიცაა მაგალითად, კალანჰოე, ხანგრძლივ გვალვას სქელ ფოთლებში დაგროვილი წყლის მეშვეობით უძლებს. ციპერუსი ყველაზე კარგად წყალში დგომისას იზრდება.

სანამ ოთახის მცენარეების მორწყვას დაიწყებთ, ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეთ. ოთახის მცენარეებსაც უწევთ შეგუების უნარის გამოვლენა: მათი ფესვთა სისტემა ქოთნის მოცულობითაა შემოზღუდული. ტენის ოდენობა, რასაც მცენარე იღებს, ჩვენზეა დამოკიდებული. ქოთნის მცირე მოცულობის გამო მასში არსებული მიწის გამოშრობა ან ზედმეტად დატენიანება გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ბუნებრივ პირობებში, როცა ფესვები დაუბრკოლებლად იზრდება სიღრმესა და სიგანეში.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 2691 | დაამატა: balu | ტეგები: Temperatura, mcenareebis movla, სხვადასხვა ტემპერატურა და ტენიანობა, tenianobis gansazgvra | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.