ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 881/თარიღი: 2013-04-03
ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2500/თარიღი: 2013-04-03
ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტუგ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მალუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელკანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამას გარდა, მან აღმოაჩინა მაგელანის სრუტე
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3027/თარიღი: 2013-04-03
ჩინგიზ-ყაენი, ჩინგის ყაენი, ასევე ჩინგისხანი (IPA: [ʧiŋgɪs χaːŋ], მონღ.: Чингис Хаан, ჩინ.: 成吉思汗 Chèngjísī Hàn, თურქ.: Chengez Khan); (*~1162 - 18 აგვისტო, 1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ან ყაენი, რომელმაც მონღოლი ტომები გააერთიანა და მონღოლთა იმპერია შექმნა (Екэ Монгол Улус, 1206-1368), უდიდესი იმპერია მსოფლიოს ისტორიაში. დაბადებით თემუჩინი (მონღ. Тэмүүжин), ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო მსოფლიოს ისტორიაში.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1363/თარიღი: 2013-04-03
ნამდვილი სახელი: ჯესიკა მერი ალბა (Jessica Marie Alba) დაბადების თარიღი: 28 აპრილი 1981 დაბადების ადგილი: Помона, Калифорния, США პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.69 მ პირველი ფილმი: 1986 მეუღლე: ქეშ უორენი
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1148/თარიღი: 2013-04-03
რობერტ როდრიგესი / Robert Anthony Rodriguez - ს ბიოგრაფია იხილეთ სრულაიდში
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1176/თარიღი: 2013-04-03
სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2191/თარიღი: 2013-04-03
John Cena Biography / ჯონ სენას ბიოგრაფია
ტექსტი იხილეთ სრულიადში ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 899/თარიღი: 2013-04-03
სახელოვანი ჯონი ბლეიზის იგივე მეთოდ მენის იგივე „რკინის ფილტვის" და კიდევ ბევრი ბევრი სახელის მატარებელის ბოლო ალბომი, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოვიდა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელსაც Source–ის მონაცემებით რატომღაც არც თუ ისე კარგათ ყიდულობენ, მოკლედ Wu Tang–ის ოჯახის კიდევ ერთი სოლო პროდუქტი Tical 0.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 861/თარიღი: 2013-04-01
არისტოტელე (ძვ. წ. 384-322)
არისტოტელე დაიბადა მაკედონიის ქ.სტიგარში, ბერძნულ კოლონიაში. მამამისი – ნიკომახე იყო ექიმი და მეგობარი მაკედონიის მეფის – ფილიპეს მამის – ამნისტისა. მან შეასწავლე ბუნებისმეტყველება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არისტოტელეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მამა დრე მოუკვდა და 17 წლამდე იგი ვინმე პროკსენმა აღზარდა. შემდეგ არისტოტელე 18 წლის ასაკში ჩადის ათენში სადაც 20 წლის განმავლობაში სწავლობს პლატონის სკოლაში. არისტოტელეს ძალიან უყვარდა თავისი მასწავლებელი, თუმცა მისი საწინააღმდეგო თვალსაზრისიც კი შეიმუშავა, იგი ამბობდა: მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტებაო.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1854/თარიღი: 2013-04-01
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 834/თარიღი: 2013-04-01
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1574/თარიღი: 2013-04-01
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ცნობილი როგორც ჩარლი ჩაპლინი, მუნჯი კინოს განუყოფელი ფიგურა, დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს უოლვორთში, ისტ-ლეინის ქუჩაზე. მშობლები ბრიტანული თეატრის ‘music hall’-ის მსახიობები იყვნენ. 3 წლის იყო ჩარლი როცა მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. ბავშვობა დედასთან (Lily Harvey) და ძმასთან( Sydney)ერთად კენინგტონ-როუდზე გაატარა. 1901წელს ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა და ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) მიაბარეს ობოლთა თავშესაფარს.
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 » |