Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ცნობილი ადამიანები

ვაჟა ფშაველა ( ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1219/თარიღი: 2013-03-24

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი


აკაკი წერეთელი (აკაკი წერეთლის ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-03-24

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.


ილია ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1031/თარიღი: 2013-03-24

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი


ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1034/თარიღი: 2013-03-23

დარვინის იდეების გავლენა ევოლუციის კვლევაზე

დარვინის "სახეობათა წარმოშობამ” დაარწმუნა მსოფლიო ევოლუციის არსებობაში. დარვინისეული თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ კი გაცილებით მეტ წინააღ­მდეგობას შეხვდა: მემკვიდრეობითობის მექანიზმის უცოდინრობა, ბუნებაში არსე­ბული ცვალებადობის მექანიზმების არასრულყოფილი გაგება და, რაც მთავარია, მტკიცებულებების უქონლობა ამ თეორიის მოწინააღმდეგეთა რიცხვის გამრავლე­ბას უწყობდნენ ხელს. ევოლუციის როგორც უწყვეტი, ასევე წყვეტილი განვითარე­ბის მხარდამჭერი არგუმენტები მრავლადაა ევოლუციის თეორიის ისტორიაში. ამ სტატიის მიზანია ასეთი არგუმენტების, მათი წარმოშობისა და განვითარების მიმო­ხილვა.

შესაძლებლობა და აუცილებლობა. ჩარლზ დარვინი არ გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთქვა იდეა, რომ ბუნება ევოლუციური გზით ვითარდება. ბუფონი (1707-1788), ლამარკი (1744-1829), და თვით დარვინის ბაბუა ერაზმუს დარვინი (1732-1802) ევოლუციის მომხრენი იყვნენ და მათი იდეები "სახეობათა წარმოშო­ბა”-მდე (1859) ორი ან მეტი თაობით ადრე გამოითქვა. დარვინის თანამედროვემ რო­ბერტ ჩემბერსმა (Robert Chambers, 1802-1871) გამოაქვეყნა "მტკიცებულებები ქმნილებათა ბუნებრივი ისტორიის შესახებ” ("Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რომელშიც ეოლუციის მხარდამჭერი არგუმენტები იყო მოყვანილი. ეს წიგნი 10-ჯერ გამოიცა და პირველი გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში 15 ათას ცალზე მეტი გაიყიდა. შედარებისათვის, დარვინის "სახეობათა წარმოშობა” გამოქ­ვეყნებიდან პირველ ათწლეულში 5-ჯერ გამოიცა და ამ წიგნის 9250 ცალი გაიყიდა.


ვარლამ ჩერქეზიშვილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1001/თარიღი: 2013-03-23

მიმდინარე წელს შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავი.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვ. ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. დღეს, 25 ნოემბერს 14 საათზე აკადემიაში შედგება აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის XI არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.

მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – "ჩერქეზოვის” ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” და "ინტერნაციონალის წინამორბედები”. ეს წიგნები თავდაპირველად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა, ფრანგულად, ხოლო შემდეგ სწრაფად ითარგმნა ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, აგრეთვე: ჩინურ და იაპონურ ენებზ


ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-03-23

ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”


ცხოვრებისეული რჩევები (დალაი ლამა)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 875/თარიღი: 2013-03-23

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2.როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს,პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძნენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხიმგებელი შენს მოქმედებებზე.


« 1 2 ... 15 16 17
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.