Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

ზაფხულის ინფექციები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 917/თარიღი: 2013-03-23

გაანადგურე ნაწლავთმპყრობელები
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუ საჭმელს შემთხვევით დაუბანელი ხელი წაატანე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღე ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე: ან პირღებინებამ გაგაწამოს, ან დიარეამ, ან სულაც ორივემ ერთად. მაშინ, როდესაც მზის სხივები შინიდან გვიხმობენ, ასეთი უსიამოვნებებით თავის გატანჯვა ნამდვილად არ ღირს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ზაფხული მშვიდად რომ გავატაროთ? ამაზე "ავერსის” კლინიკის გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთინო ჩიტაიშვილი გვესაუბრება.

. ქალბატონო ქეთინო, უპირატესად რომელი ინფექციური დაავადებები ხშირდება ზაფხულობით?
– გავრცელებული აზრის თანახმად, ნაწლავთა ინფექცია ანუ ინფექციური დიარეა უმთავრესად ზაფხულობით ხშირდება, რეალურად კი ამ პრობლემამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. მას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს, რომელთაგან წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტიურდება. მაგალითად, ზამთრობით ნაწლავთა ინფექციები უმეტესად ვირუსებით – როტავირუსით, კალიცივირუსით, ასტროვირუსით, ადენოვირუსითა და სხვებით – არის გამოწვეული, წლის ცხელ პერიოდში – ბაქტერიებით: სალმონელათი, ეშერიხიათი, შიგელათი, კამპილობაქტერიით…


რჩევები კარგი განწყობისათვის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 749/თარიღი: 2013-03-23

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო.

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.

როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები


როგორ ავარჩიოთ კვერცხი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 804/თარიღი: 2013-03-23

კვერცხის სასარგებლო თვიხებები

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება.

თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.

ბაზარზე ძირითადად ქათმის, ინდაურის ან მწყერის კვერცხს ვხვდებით. ბატისა და იხვის კვერცხის მოხმარება თერმული დამუშავების გარეშე საკვებად აკრძალულია, რადგან ძალიან მაღალია მათი დასნებოვნების რისკი სალმონელის ჯგუფის ბაქტერიებით (5 წუთი ხარშვაც კლავს სალმონელას ბაქტერიას)


- პირველი სიყვარული

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 811/თარიღი: 2013-03-23

პირველი სიყვარული ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა.


ბოლო სიტყვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 816/თარიღი: 2013-03-23

ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ…


ჩოგბურთის სექსხმოვანება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1137/თარიღი: 2013-03-23

მკივანათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ვიქტორია აზარენკა

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.

…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.

მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო.


ხმები ჯოჯოხეთიდან

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 735/თარიღი: 2013-03-23

80-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში მეცნიერების ჯგუფი მუშაობდა ზეღრმა ჭაბურღილის გათხრაზე. ყვება პროექტის ხელმძღვანელი აზაკოვი:

"როგოც კომუნისტს, მე არ მჯერა სამოთხის ან ბიბლიის, მაგრამ როგორც მეცნიერს, მე უკვე მჯერა ჯოჯოხეთის არსებობის. იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ჩვენ შოკირებულები ვიყავით ამ აღმოჩენით


ოპტიკური ილუზიები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 837/თარიღი: 2013-03-23

ოპტიკური ილუზიები (უფრო ზუსტად მხედველობითი ილუზიები) წარმოადგენენშეცდომას მხედველობით აღქმაში, რაც გამოწვეულია მხედველობითი გამოსახულების გაუცნობიერებელი კორექციის პროცესების არაადეკვატურობით(მთვარის ილუზია, მონაკვეთების სიგრძეთა, კუთხეების სიდიდის, ანდა გამოსახული ობიექტის ფერის არასწორი შეფასება,


ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1180/თარიღი: 2013-03-23

გთავაზობთ ფსიქოლოგიის ისტორიაში ჩატარებულ ათ ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტს:


უცხოპლანეტელები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 711/თარიღი: 2013-03-23

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის" სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის" ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ". The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ.


წმინდა ნინოს ლოცვა გვფარავდეს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 727/თარიღი: 2013-03-23

მართლმორწმუნე ოჯახში დაბადებულსა და გაზრდილს ქრისტიანობა ცხოვრების წესად ქცეოდა და კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ყოველ წუთს და ყოველ წამს სიტყვითაც და საქციელითაც უნდა ქადაგებდეს ქრისტეს. მამამისმა, ზაბულონმა, რომის ჯარის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა, ფრანკები მოაქცია და გააქრისტიანა. სწორედ მისგან ისწავლა განსაცდელებთან ბრძოლა. დედამ, სოსანამ, თავმდაბლობა და მოკრძალება ჩაუნერგა შვილს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და შვილი სოსანას ძმას, იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, ჩააბარეს, რომელმაც კეთილმორწმუნე ქალი, სარა ნიაფორი, მიუჩინა ნინოს აღმზრდელად. სწორედ აღმზრდელმა უამბო ქალწულს უფლის კვართის შესახებ, რომელიც ივერთა მიწისათვის მიებარებინათ. იმ წუთებიდან აივსო ნინოს გული სურვილით, მოელოცა მიწა და ადგილი, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა.


შეისმინა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდა ნინოს ლოცვა, გამოეცხადა მას და ამცნო, რომ აკურთხებდა ქართლში წასასვლელად, ოღონდ… არა მხოლოდ კვართის მოსალოცად, არამედ ქართლის მოსაქცევადაც. თანაც ანუგეშა, ყოველთვის შენთან ვიქნები და გაგაძლიერებო. ჯვარიც გადასცა, რომელიც შემდეგ წმინდა ნინომ საკუთარი თმებით შეკრა. უამბო გამოცხადების შესახებ ბიძას წმინდა ნინომ, მიიღო მისგანაც კურთხევა და დაადგა გზას, რომელსაც იგი ქართლში უნდა ჩამოეყვანა, რათა ქართველები დაეყენებინა უფლისაკენ მიმავალ გზაზე


ქართული გვარების ისტორია (ნაწილი2)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2348/თარიღი: 2013-03-23

კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან "ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

ლეკიშვილი – გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.


« 1 2 ... 555 556 557 558 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.