Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

კბილის ნადები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-03-23

ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის" ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.



არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის" პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K


დაავადებები, რომლებითაც გენეტიკა პატარას “ასაჩუქრებს”

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1104/თარიღი: 2013-03-23

ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.


თუ ფეხები გიოფლიანდებათ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 963/თარიღი: 2013-03-23

გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ფეხების ოფლიანობას მოგიხსნით.

აიღეთ ორი სადილის კოვზი დაქუცმაცებული კაკლის "უღელი” დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში (შეგიძლიათ, კომპონენტების რაოდენობა პროპორციულად გაზარდოთ ). აბაზანა გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

აბაზანის შემდეგ ფეხები არც გადაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, აცალეთ თვითონ გაშრეს.


რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1149/თარიღი: 2013-03-23

მარად აქტუალური თემა, ერთი შეხედვით თითქოს გარკვეული და გადაწყვეტილი, რეალურად კი კაცის უპირატესობების დამადასტურებელი ბეჭდით დაღდასმული საკითხი!.. კაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებზე მსჯელობა-საუბრები მეტწილად უპირატესობების ხაზგასმაზე გადააქვთ, კითხვა კი ისევ უპასუხოდ რჩება.

ამ საკითხზე დეტალების გასარკვევად ყოვლისმცოდნე ჯადოქარს – Google-ს მივმართე, მან კი პასუხად ეს სახალისო ფოტოები მომაწოდა. რამდენად ახლოსაა ისინი რეალობასთან, სახალისოა თუ დასაფიქრებელი, თქვენ გადაწყვიტეთ. მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ნამდვილად გაგამხიარულებთ

პ.ს. კაცის გონების უპირატესობას კი ყველა გონიერი არსება აღიარებს. ამის უტყუარ მტკიცებულებად მარტო ის კმარა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გენიოსები მამრობით სქესს მიეკუთვნებიან. აქვე ერთ მცირე ინფორმაციას გაგიმხელთ – ჭადრაკის თამაშისას კაცის გონება ჰორიზონტალურად ფიქრობს და დაფაზე ერთდროულად რამდენიმე ფიგურის შესაძლო სვლას გათვლის, ქალს კი წერტილოვანი ხედვა აქვს და ფიგურებს ვერტიკალურად უყურებს


როგორ ვუმკურნალოთ ასთმას?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1042/თარიღი: 2013-03-23

ასთმა (ბერძ.სულხუთვა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 3-5%, რიცხვობრივად კი 300 მილიონი ადამიანი დაავადებულია ბრონქული ასთმით. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით, 2025 წლისათვის ასთმით დაავადებული პაციენტების რიცხვი მსოფლიოში სულ მცირე 100 მლნ-ით მოიმატებს. ასთმის შესახებ "ამბიონს” "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ხარისხის მართვის მენეჯერი, ექიმი ალერგოლოგი – იმუნოლოგი ნანა დოლიძე ესაუბრა:

"კერძოდ, ასთმა წარმოადგენს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხდება სასუნთქი გზების შევიწროება და ჰაერის ნაკადის შეზღუდვა”.


10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1446/თარიღი: 2013-03-23

ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა.


არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 893/თარიღი: 2013-03-23

ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა.


რისი მაუწყებელია კბილის მინანქრის ფერი?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 980/თარიღი: 2013-03-23

ბუნებრივად აბსოლუტურად თეთრი კბილი არ არსებობს. კბილის მინანქრის არსებულ ფერზე მნიშვნელოვანი, როლი აკისრია მემკვიდერეობას. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარე ფაქტორებსაც (როგორიცაა საკვები, სასმელები, თამბაქო, კოსმეტიკა, გარემოს დაბინძურება და ა.შ.).


ბავშვის დინამიური განვითარების თეორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1212/თარიღი: 2013-03-23

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები


ჩვენი დნმ-გენეალოგია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1071/თარიღი: 2013-03-23

გენოგეოგრაფია ისტორიულ მეცნიერებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბიოლოგიურს, მაგრამ ბიოლოგიის, სახელდობრ, გენეტიკის დახმარებისა და მიღწევების გარეშე ეს დარგი ვერ წარმოიშობოდა. 1980-იან წლებში, ჰემაქრომატოზის გენის იდენტიფიცირებამდე, გენეტიკოსებმა შეამჩნიეს ერთგვარი კანონზომიერება, რომელიც მათთვის მოულოდნელი იყო: ყველა დაავადებულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, დნმ-ს ერთ-ერთ უბანში ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩნდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დაავადებულებს უნდა ჰყოლოდათ ერთი საერთო, ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინაპარი. სწორედ ის იყო ამ დაავადების "ფუძემდებელი”.


ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1162/თარიღი: 2013-03-23

წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.


ადამიანი VS მეხსიერება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1097/თარიღი: 2013-03-23

როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება

მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან


« 1 2 ... 554 555 556 557 558 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.