Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

თაფლის კოსმეტიკური საიდუმლო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 844/თარიღი: 2013-03-23

თაფლს არა მარტო მდიდარი სამკურნალო თვისებები, არამედ ფართო კოსმეტიკური შესაძლებლობებიც აქვს.

ის მრავალი ბალზამის, ლოსიონისა და პომადის ძირითადი შემადგენელი ელემენტია.

კარგად აღწევს კანის უმცირეს ფორებშიც კი, კვებავს მას და წყლის ბალანსს არეგულირებს, რაც კანს დაბერებისა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისაგან იცავს. თვითონაც შეგიძლიათ ჯადოსნური ნიღბებისა და ბალზამების დამზადება. გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის რეცეპტს.


უნივერსალური რეცეპტები ძალების აღსადგენად

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 810/თარიღი: 2013-03-23

როგორ მოვახერხოთ ძალების მობილიზება და დაკარგული ენერგიის დროულად აღდგენა? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავის სწრაფად მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

თუ მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭეთ, მხოლოდ დილით ჩაგთვლიმათ, წინ კი დაძაბული სამუშაო დღე გელით, ძალების აღსადგენად:

• მიიღეთ კონტრასტული შხაპი;

• მიირთვით 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ცივი წყალი;


ხუთი ემოცია, რომელიც ჯანმრთელობას ვნებს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 890/თარიღი: 2013-03-23

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით…

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.


წყალი – სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირი…

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 817/თარიღი: 2013-03-23

სიცოცხლის ხალისი, კარგი გუნება-განწყობილება, მბრწყინავი თვალები, გლუვი და სუფთა კანი – ყველაფერი ეს ჩვეულებრივი წყლის წყალობაა. წყალი ყველგან არის: ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ, ორგანიზმის უჯრედებში, სისხლში. წყალს ვკარგავთ არა მარტო ოფლის სახით, არამედ ლაპარაკისას, სუნთქვისას. ამიტომ საჭიროა, მუდმივად მივიღოთ წყალი და დავიცვათ წყლის ბალანსი.

ჩვენი ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს. უწყლოდ ვერც ერთი ორგანო ვერ იცოცხლებს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ და როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ.
წყალი მაშინ კი არ უნდა დავლიოთ, როცა მოგვწყურდება, წყურვილის შეგრძნებამდე კარგა ხნით ადრე, რადგან წყურვილი მიანიშნებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, რის დაშვებაც არ შეიძლება, ამ დროს ჩნდება გაუწყლოების სიმპტომები: დაღლილობის შეგრძნება, მაღალი წნევა, თავისა და სახსრების, ზურგის ტკივილი, კანის სიმშრალე, მომატებული წონა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ფერხდება გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარი, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შეკრულობა, დისბაქტერიოზი).

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სვით ბევრი წყალი (დღეში არანაკლებ 2-2,5ლ) და სწრაფად შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სასიკეთოდ თქვენი მდგომარეობა. წყლით შეიძლება ბევრი დაავადების განკურნება. რაც შეეხება ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს, წვნიანს, ხილსა და ბოსტნეულს – ეს ყველაფერი დამატებაა იმ 2-2,5 ლ წყლისა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. მცენარეული ჩაიც კი არ შედის ამ 2ლ-ში. ვერც ერთი სითხე ვერ ცვლის წყალს, პირიქით, მათი მიღების შემდეგაც უნდა დალიოთ წყალი.
მხოლოდ სუფთა წყალი ხვდება ადვილად უჯრედებში, ხოლო ქიმიური ნაერთები, რომლებსაც ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები შეიცავენ, რჩება კანში და უჯრედები განიცდიან წყლის ნაკლებობას. სვით გრილი წყალი, რადგან მას უკეთესად ითვისებს ორგანიზმი და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. დილით დალიეთ 1 ჭიქა წყალი – ხელს უწყობს ორგანიზმის


10 მითი წონის დაკლების შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 914/თარიღი: 2013-03-23

ზაფხულში, დასვენების პერიოდში, ყოველთვის ვიმატებ წონას, ამიტომ ვცდილობ, როგორმე დავიკლო აკრეფილი კილოგრამები: არ ვჭამო 6 საათის შემდეგ, უარი ვთქვა პურსა და მარილზე… წონის დაკლების მსურველთათვის ეს აქსიომაა. მაგრამ სწორია თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით?
საყოველთაოდ ცნობილი წარმოდგენები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მართლაც შეიძლება მითები აღმოჩნდეს. აი რამდენიმე მათგანი:


ანტიბიოტიკები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1432/თარიღი: 2013-03-23

ანტიბიოტიკები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია. ამ პრეპარატებს ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ. მათ უნარი შესწევთ, დათრგუნონ მიკროორგანიზმთა, სოკოებისა და უმარტივესთა კლასის წარმომადგენელთა ცხოველქმედება.

ანტიბიოტიკები იმ ინფექციური დაავადებებისგან მხსნელებად მოგვევლინნენ, რომლებიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ავლებდა მუსრს. თუმცაღა უკანასკნელ ხანს ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ მრავალი მეცნიერი მათ მასობრივი განადგურების იარაღსაც კი ადარებს.
როგორ უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული თერაპია, რომ მხოლოდ სიკეთე მოგვიტანოს? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ.


რა დაავადებებს იწვევს საკვები დანამატები და ემულგატორები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 904/თარიღი: 2013-03-23

საკვები ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, განსაკუთრებით კი 20 წლამდე, ვიდრე ადამიანის ყველა სასიცოცხლო სისტემა მომწიფდება.

თუმცა ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე ბევრი საეჭვო პროდუქტი გამოჩნდა. ძეხვეული, წვენები პაკეტებში, კანფეტები, შოკოლადის ბატონები – ასეთი სურსათი შეიცავს საკვებდანამატებს, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

რომელი დანამატები და ემულგატორებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რას იწვევს მათი მიღება? ამ საკითხზე მედიცინის დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება


რატომ უნდა მივირთვათ ხაჭო

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 853/თარიღი: 2013-03-23

ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში. ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს. ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა.


გრიპი და მისი პრევენცია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 774/თარიღი: 2013-03-23

აცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.

სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.

რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღოთ.


როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1157/თარიღი: 2013-03-23

ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ხერხემლის დაავადებებით ვიხდით. მათ შორის 80% ოსტეოქონდროზზე მოდის.

რა არის და რა იწვევს?

ჩვენი ხერხემალი უზარმაზარ დატვირთვას უძლებს – მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით უზრუნველგვყოფს. მთელი ეს დატვირთვა კი 24 მალაზე – პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგან ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიკური შუასადებით – ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, აქტიურად ვმოძრაობთ და ტკივილს არ განვიცდით.

თუ ზურგში ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი – მალებშუა დისკების ანთება ან სხვა სახის დაზიანებაა.


ქალის ფსიქოლოგია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1112/თარიღი: 2013-03-23

ფსიქოლოგიის ძალა ნუ მოგაკლდებათ. მიუხედავად ჩემი ინდივიდუალისტური ხედვისა, მაინც, სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან არსებობს ქალის უნივერსალური თვისებათაგანი, რომლებიც ერთიან ღერძს ქმნის. მოდით გამოვყოთ ისინი. სანამ წერას დავიწყებდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იწერება მას შემდეგ რაც ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები შევისწავლეთ და შემდეგ პრაქტიკული გამოვლინებას ვპოვეთ, არა უმცირეს ერთი წლისა


როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 883/თარიღი: 2013-03-23

ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ წიგნთან ურთიერთობას. კითხვაში დიდ სიამოვნებას ვპოულობ. დამეთანხმებით ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ბავშვები ხშირად ასე როდი ფიქრობენ. J მითუმეტეს თუ კითხვა ახალი დაწყებული აქვთ. უმჯობესია ბავშვი წიგნთან ურთიერთობას თავიდანვე შევაჩვიოთ და ფართოდგახელილ თვალებში გამოხატული ცნობისმოყვარეობა ფერად-ფერადი წიგნებიტ დავუკმაყოფილოთ. მშობლის მონაწილეობას ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.



ჩვენი წინა პოსტში წარმოგიდგინეთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც თქვენს ბავშვს სწავლის პროცესს გაუხალისებდა, დღეს კი წარმოგიდგენთ სახალისო ხერხებს კითხვის გაადვილებისა და წიგნთან ურთიერთობისთვის. მართალია ეს წესი ინგლისური ენის მაგალითზეა აგებული, მაგრამ მერწმუნეთ ის ისეთივე წარმატებული იქნება ქართლის შემთხვევაში.


« 1 2 ... 552 553 554 555 556 557 558 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.