Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

ემიგრაციის ისტორია და ლიტერატურა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1198/თარიღი: 2013-03-23

ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა ემიგრაცია (განდევნილობა) განიმარტება როგორც:

1) გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი პოლიტიკურის, ადამიანის მშობლიური ქვეყნის გარეთ გასახლება; 2) მშობლიური ქვეყნიდან ან სახლიდან დიდი ხნის მანძილზე შორს ყოფნა; 3) საკუთარი სურვილით ან იძულებით გადაადგილება მშობლიური ქვეყნიდან. ზოგიერთ იშვიათ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (როგორიც იყო მე-20 საუკუნის მიწურულს განვითარებული იტალიური ემიგრაცია, რომელიც უკეთესი უმაღლესი განათლების მიღებას ისახავდა მიზნად), მე-20 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნიდან მომხდარი განდევნილობა იძულებით ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებული გამოხატულება მან მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად, რაც, ძირითადად, პოლიტიკურმა მიზნებმა განაპირობა.


წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1277/თარიღი: 2013-03-23

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით


ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1294/თარიღი: 2013-03-23

"თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში.


ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1406/თარიღი: 2013-03-23

ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს?


გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1061/თარიღი: 2013-03-23

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი "ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით. 


რა არის ტურბო?!

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1079/თარიღი: 2013-03-23

დარწმუნებული ვარ, ყოველ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც ექნება შენიშნული ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ავტომობილზე მიკრული პატარა ნიშანი – «turbo». ისინი მცირე ზომისაა და სპეციალურად, ისეთ ადგილზე ათავსებენ, რომ ჩვეულებრივი გამვლელი იოლად აუვლის მას გვერდს, უფრო გათვითცნობიერებული კი გაჩერდება და დააკვირდება. ქვემოთ ჩვენ მოგითხრობთ მიზეზს ასეთი საქციელისა


“დელტა E-4″ – ბრიტანული სპორტული ელექტრომობილი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 800/თარიღი: 2013-03-23

სანამ დიდი ავტოკომპანიები ელექტრომობილების მასობრივად წარმოებისთვის ემზადებიან, საავტომობილო ბაზარზე არაერთი ისეთი, მანამდე უცნობი კომპანია გამოჩნდა, რომლებმაც მყიდველს საკუთარი ელექტრომობილი შესთავაზა.

ახლახანს კი მათს რიგებს ბრიტანული საინჟინრო კომპანია „დელტა მოტორსპორტი” შეუერთდა, რომელმაც სილვერსტოუნის ავტოდრომზე თავისი პირმშო – „E-4 კუპე” წარადგინა.

სპორტული ელექტრომობილის შექმნაში მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმაც მიიღეს. თავიდანვე, მიზნად იქნა დასახული, რომ ავტომობილის შასი მაქსიმალურად მსუბუქი გამოსულიყო, რათა აკუმულატორების ჭარბი წონა დაბალანსებულიყო. შასი „დელტამ” შეიმუშავა და მისი შეკვეთით, „KS კომპოზიტსმა” დაამზადა. კარბონის კომპოზიტის წყალობით, მისი წონა მხოლოდ 85 კილოგრამია, რაც იმავე გაბარიტების მქონე ფოლადის შასიზე დაახლოებით 66 პროცენტით მსუბუქია. რაც მთავარია, შასი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებაზე ევროპულ მოთხოვნებს


ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 945/თარიღი: 2013-03-23

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა "BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას "ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.

დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას


ძრავის ტიპები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1039/თარიღი: 2013-03-23

XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.


Jeep–მა 6 ახალი მოდელი წარმოადგინა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 931/თარიღი: 2013-03-23

კომპანია Jeep–მა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 6 ახალი ავტომობილის შესახებ, რომელთა დებიუტი შოუ Easter Jeep Safari–ზე, მოაბის უდაბნოში, მომავალ კვირაში გაიმართება. Mopar–თან ერთად შექმნილმა კონცეპტებმა მიიღეს სახელწოდებები: Jeep J-12, Mighty FC, Wrangler Traildozer, Wrangler Apache, Grand Cherokee Trailhawk და Jeep Wrangler.

J-12 წარმოადგენს პიკაპ JK-8–ის გაფართოებულ ვერსიას.

Jeep Mighty FC – ეს არის მოდელ Forward Control–ის თავისებური „გადამღერება". ეს უკანასკნელი 1956–დან 1965 წლამდე პერიოდში გამოდიოდა. ავტომობილს ძალიან მაღალი გამავლობა აქვს. იგი 17–დიუმიანი დისკებითა და მასიური 40–დიუმიანი საბურავებითაა აღჭურვილი


„ოპელი” სამი ახალი ძრავის წარმოებას იწყებს

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 879/თარიღი: 2013-03-23

„ოპელი” ძირეულად ცვლის საკუთარი ძრავების გამას. მალე სამი უახლესი, ბენზინის და დიზელის ძრავების ოჯახი, არსებულ აგრეგატებს ჩაანაცვლებს.

ახალი ძრავები მათს წინამორბედებზე ეკონომიური, ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო და მაღალ მომენტიანი იქნება.

„სულ რაღაც 12 თვეში, ჩვენ სამ ახალ ძრავს შევთავაზებთ მყიდველს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად სწრაფად ვახერხებთ ახალი პროდუქტების გამოშვებას. ჩვენი ახალი, 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელიც საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი, მაბრუნი მომენტის მხრივ, ნამდვილი გიგანტია. თავის ძალას ის თანაბრად და უხმაუროდ იძლევა”, – ამბობს „ოპელის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე.

ის 1598 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე ოთხცილინდრიან ტურბო ძრავზე ლაპარაკობს, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის და სტარტ-სტოპ სისტემები ემსახურება. ის ახალ, SIDI (ნაპერწკლით აალების, უშუალო შეფრქვევის) „ეკოტეკ” სერიას მიეკუთვნება და ამ ძრავით, სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილები აღიჭურვება. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხენის ძალას აღწევს (4700 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრია, რომელიც უკვე 1700 ბრ/წთ-ზევე ხელმისაწვდომია. მის წინამორბედთან შედარებით, ეს აგრეგატი 13 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და ატმოსფეროსაც 13 პროცენტით ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს. ახალ 1.6-ლიტრიან ტურბოძრავს „ოპელის” უნგრული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ შენტგოთარდში მდებარეობს. წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ძრავს, მათ შესახებ ინფორმაციას „ოპელი” მოგვიანებით” გაავრცელებს.



AUDI-ს ისტორია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1186/თარიღი: 2013-03-23

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ხორხმა(August Horch) სახელი შეუცვალ ათავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG -მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა.


« 1 2 ... 550 551 552 553 554 ... 557 558 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.