Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » მასალის არქივი

ქართული გვარების ისტორია (ნაწილი 1 )

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3768/თარიღი: 2013-03-23

აბაზაძე – გავრცელებულია ხაშურის რაიონში, თბილისში და სხვ. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.

აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).


ბრინჯი – მოკლე ისტორია და სახეობები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1564/თარიღი: 2013-03-22

ბრინჯი ადამიანს უკვე ათასწლეულებია, მოყავს და სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარცვლოვან კულტურად.
ბრინჯის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ მას საკვებად ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მოიხმარდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ბრინჯის ნარჩენებით, ბრინჯის მინდვრების უძველესი სარწყავი სისტემები, უძველესი ჩინური და ინდური ხელნაწერები, სადაც ბრინჯი რელიგიური რიტუალების შემადგენელი ნაწილია.
ბრინჯის სამშობლოდ აზია ითვლება: დაახლოებით 4000 წლის წინ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ტერიტორიაზე ადამიანმა პირველად დაიწყო ბრინჯის მოყვანა. ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ინდოეთში ბრინჯი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები პროდუქტი. აქ იგი კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილია. ამ ღვთისგან ბოძებულ განძს აზიელები ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ბრინჯი დანარჩენ მსოფლიოში ჩვ. წ. აღ-მდე 350 წელს ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებით გავრცელდა, როდესაც მან ინდოეთი დაიპყრო. ხმელთაშუაზღვისპირეთში ბრინჯის განსაკუთრებული პოპულარობა არაბული კულტურის გავლენამ განსაზღვრა, თუმცა ამ მცენარეს აქ ჯერ კიდევ 630 წელს მოიხმარდნენ. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლითაც ალექსანდრიის სანელებელთა ბაზარზე ვაჭრობდნენ, თუმცა იგი გაცილებით იაფი იყო სხვა დანარჩენზე.


დარჩით მარად ახალგაზრდა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1498/თარიღი: 2013-03-22

თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.
მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ჩნდება ზედმეტი წონა. საქმეს ფიზიკური დატვირთვა უშველის. არ არის აუცილებელი, თავით გადავეშვათ სპორტში – საკმარისია, უფრო მეტი ვიაროთ ფეხით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წვრილი წელი და მოქნილი ხერხემალი. სასურველია, ყოველ დილით გავაკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მივიღოთ ცივი შხაპი ან ტანი სველი ტილოთი დავიზილოთ. ძალიან კარგია დილაობით სუფთა ჰაერზე სეირნობაც.
მოუარეთ კანს. აუცილებელი არ არის, ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. რეგულარული მოვლა – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე და დეკოლტეს მიდამოში. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ საშუალებებს – მზის სხივები კანს აბერებს. საღამოობით პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით, სახესა და ყელზე წაისვით მკვებავი, ხოლო ხელებზე – დამარბილებელი კრემი


ირონია, მისი წარმოშობა, არსი და სახეები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1279/თარიღი: 2013-03-22

ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი გამოიყოფა:
ძველი საბეძნეთიდან მე-18 საუკუნამდე (ე.წ. სოკრატისეული) და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ე.წ. რომანტიკულ ირონია. ნავას რუისი მიიჩნევს, რომ ირონიის რიტორიკულ და რომანტიკულ სახეს შორის არ არის წყვეტა, არამედ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. მისი აზრით, სოკრატული ირონიის ფარგლებში, ირონიამ ოთხი სახის გამოხატულება მიიღო: ა) როგორც ენის ფიგურამ, რომლის არსიც მოტყუებაში მდგომარეობდა, ბ) როგორც ტროპმა, რომელიც მნიშვნელობის ცვლას გულისხმობდა; გ) როგორც ცხოვრებისა და მსჯელობის სტილმა, და დ) როგორც მოხერხებულობის ფორმამ, რომელიც უახლოვდებოდა ხუმრობას, მოხდენილობას, იუმორსა და სატირას. ამ სამისთვის საერთოს (შეპირისპირება გამოჩენასა და რეალობას შორის) საპირისპიროდ, შლეგელმა რიტორიკული მექანიზმის ტრანსცენდენტული გარდაქმნა განახორციელა, გარდაქმნა ის ეპისტემოლოგიურ და სამხატვრო ტექნიკის ინსტრუმენტად. მისმა შეხედულებებმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რომლის ავტორებს შორის აღსანიშნავია ტიკი, ზოლგერი, მიულერი, ჰეგელი და კირკეგორი. მკვლევარი ფინლეი მიუთითებდა, რომ რომანტიკულმა ხელოვნებამ შეცვალა ტექსტის შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული სემიოტიკური კოდები, რაც რომანტიკული ირონიის სახით გამოვლინდა. კერძოდ, უარყოფილი იქნა არსებობის აბსოლუტური ნორმა და იგი შეიცვალა ცვალებადი ნორმებით, რომლებიც დაკავშირებული გახდა ისეთ ურთიერთობებთან, როგორიცაა ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი. 


« 1 2 ... 556 557 558
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.