11:45 PM 10 რამ რაც თქვენ არ იცით თქვენს შესახებ | |
ანტიკურ ქალაქ დელფიში ცნობილ ბერძნულ ტაძარს აქვს წარწერა ”შეიცანი შენი თავი”. თუმცა, როგორც ამბობს ბენ ფრანკლინი, ადვილია თქვა და ძნელია გააკეთო. არის რაღაცეები, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით ჩვენივე თავის შესახებ. 1) თქვენი კუჭი უფრო ჭკვიანია ვიდრე თქვენ ეს გგონიათ. ადამიანის კუჭში უფრო მეტი ნერვული უჯრედებია, ვიდრე ზოგიერთი ცხოველის ტვინში. ეს ნეირონები იმდენად რთულია, რომ კუჭს სამართლიანად შეგვიძლია უწოდოთ "მეორე ტვინი”. იმ დროს როცა სხეულის სხვა ნაწილებს, მაგალითად ხელისგულებსაც აგრეთვე გააჩნიათ ნეირონების დიდი რაოდენობა, თქვენი კუჭი მაინც უფრო უნიკალურია, მას შეუძლია "იფიქროს ” დამოუკიდებლად, ამის გამო თქვენ საკვებს გადაამუშავებთ ტვინის ჩარევის გარეშე. თქვენ ხართ უმიზეზოდ განერვიულებული, გაღიზიანებული და დაუკმაყოფილებელი? ვერ ისვენებთ კარგად დანაყრების შემდეგ? შესაძლებელია ნაწილობრივ ამაში დამნაშავეა თქვენი კუჭი, ამიტომაც მაინც არ ღირს ტვინის გათიშვა , როცა საქმე ჭამას ეხება. 2) თქვენ იმდენივე თმა გაქვთ სხეულზე, რამდენიც შიმპანზეს. თუ თქვენ შეხედავთ თავს სარკეში, ალბათ გაიფიქრებთ, რომ ეს ასე არაა, თუ თქვენ არ ხართ დაავადებული ჰიპერ ტრიხოზით , ანუ თმის საფარის მომატებული განვითარებით. სინამდვილეში ჩვეულებრივ ადამიანს ააქვს იმდენივე თმა სხეულზე, რამდენიც სხვა ბევრ პრიმატებს. მთელი ჩვენი სხეული, ისევე როგორც შიმპანზეს სხეული დაფარულია თმით, რომლებიც ბევრად უფრო თხელი, წვრილი და უფერულია, ვიდრე ჩვენი ნათესავის – შიმპანზესი. ჩვენი კანის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე არის 250-დან 500-მდე თმის ბოლქვი. რომელ ცხოველს შეგვიძლია უწოდოთ ყველაზე უფრო თმიანი? აღმოჩნდა , რომ ასეთი არის წყლის წავი, მას ააქვს ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე მილიონნახევარზე მეტი თმის ღერი. 3) თქვენ სასწაული ხართ ყოველი ადამიანი არსით წარმოადგენს ბუნების სასწაულს. მისი ცხოვრება იწყება უჯრედებისაგან შემდგარი სიმეტრიული სფეროდან, მერე უჯრედები იყოფა და საბოლოოდ ფორმირდება ყველა რთული ორგანოები. როგორ გადაიქცევა პატარა სფერო არსებად თვალებით ყურებით, ცხვირით, რომ არაფერი ვთქვათ უფრო რთულ ორგამოებზე ? ეს ნამდვილი სასწაულია. ადამიანის ემბრიონი ჩასახვიდან 2-3 დღის შემდეგ: 4) თქვენ ნაწილობრივ ვირუსი ხართ ადამიანის გენომის გაშიფრების პროექტის ერთერთი ყველაზე უფრო მოულოდნელი შედეგი იყო ის, რომ ჩვენს დნმ-ს აქვს ბევრი საერთო ვირუსის დნმ-თან. ვირუსებს არ შეუძლიათ მოგვცენ შთამომავლობა თავისდათავად, ამიტომაც ზოგიერთმა მათგანმა თავისი დნკ უნდა ჩანერგოს პატრონის დნკ-ში იმისათვის რომ გამრავლდეს. თუ ვირუსი ჩაინერგება სქესობრივ უჯრედში – სპერმატოზოიდში ან კვერხუჯრედში, მიღებული შთამომავლობა იქნება ვირუსის დნკ -ს მატარებელი ყოველ თავის უჯრედში. ევოლუციის მსვლელობაში ეს იმდენად ხშირად მომხდარა, რომ ჩვენი გენომი არანაკლებ 9 პროცენტით ემთხვევა ვირუსის გენომს. 5) თქვენ არ შეგიძლით თქვენივე თავს შეუღიტინოთ …თუ თქვენ არ ხართ დაავადებული შიზოფრენიით. ღიტინი – ეს არის ურთიერთმოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანებს შორის, განსაკუთრებით ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის. როცა ჩვენ ვიზრდებით, ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს როცა მათ უღიტინებენ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნერვულ კუნთების შეკუმშვას და არ გაიცინონ, მაშინ როცა სხვა ადამიანი ეხება მას სხეულის გარკვეულ ნაწილებზე. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია შეუღიტინოთ ჩვენივე თავს, თუ ჩვენმა ტვინმა იცის, რის გაკეთებს ვაპირებთ ჩვენ და რას უნდა ველოდოთ შედეგად. შიზოფრენიით დაავადებულებს არ შეუძლიათ ადვილად გააცნობიერონ, ვის ეკუთვნის შეხება, ამიტომაც დაიწყებენ სიცილს თუკი თავადვე შეუღიტინებენ თავის თავს. 6) თქვენი სხეული უფრო ახალგაზრდაა , ვიდრე თქვენ თითონ ხართ თქვენ მუდმივად იცვლებით. ჩაისუნთქავთ, ამოისუნთქავთ, ჭამთ და დადიხართ ტუალეტში. თქვენ იძენთ ახალ მოლეკულებს და თავისუფლებით ძველისაგან. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ ჩამოყალიბების პერიოდი, თქვენ არ გაქვთ თქვენი სხეულის არცერთი ნაწილი იგივე , რაც გქონდათ აბავშვობაში. ამას მივყავართ საინტერესო პრობლემამდე, რომელიც იწვევს კამათს ფილოსოფოსთა წრეში: თუ ყოველი ჩვენი ნაწილი იცვლება ყოველდღიურად, როგორ ვრჩებით იგივე ადამიანი, რაც დაბადებისას ვიყავით? 7) თქვენ ნაწილობრივ ბრმა ხართ სამწუხაროდ თქვენს თვალებს აქვს შეცდომა თავის კონსტრუქციაში: ყოველ მათგანს ააქვს ბრმა ლაქა. ეს ბრმა ლაქა საკმაოდ დიდია, ამიტომაც შეუძლია ავნოს იმათ ვინც კარგავს მხედველობას ცალი თვალით. საბედნიეროდ ბუნებამ ჩვენ მოგვცა ორი თვალი, ამიტომაც მისი ბრმა ლაქები შეუმჩნეველია. 8) თქვენ არ შეგიძლიათ დათვლა ციფრების გარეშე თუ თქვენ შეხედავთ ადამიანთა პატარა ჯგუფს, თქვენ შეგიძლიათ დაუფიქრებლად თქვათ თუ რა რაოდენობის, რამდენი არიან ისინი, მათი სათითაოდ დაუთვლელად. მცირე რაოდენობის შეფასება ადვილია ინსტიქტურად. პირაიას ტომის წევრებს თავის ენაში არ ააქვთ ციფრები, ამიტომაც მათ არ შეუძლიათ დათვლა, მათ არ შეუძლიათ აგრეთვე შეფასება თუ რამდენი ადამიანია მცირე რაოდენობის ჯგუფში ინსტიქტის დონეზეც კი. 9) შესაძლოა თქვენ არ გაქვთ ნების თავისუფლება ეს საკითხი მუდმივად იწვევდა კამათს: თქვენ თავისუფალი ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში ან თქვენი გადაწყვეტილება დამოკიდებულია რაღაც ძალებზე, რომლებსაც თქვენ ექვემდებარებით? ყოველ ამ პასუხზე მოყავთ ბევრი არგუმენტი, მაგრამ გვინდა მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ექიმმა ბენჟამინ ლიბეტმა ჩაატარა ექსპერიმენტი. პაციენტების ტვინის დაკვირვებების დროს ლიბეტმა თხოვა მათ გაენძრიათ ხელი, როცა მათ სურთ. ლიბეტმა შეამჩნია, რომ ტვინი არეგისტრირებდა ხელის აწევის სურვილს იქამდე, სანამ ადამიანი მთლიანად გააცნობიერებდა თავის სურვილს. ეს ნიშნავს იმას , რომ ჩვენ ხშირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ იმპულსურად, სინამდვილეში საერთოდ არ ვიღებთ გადაწყველილებას. ანუ ბევრ რამეს ჩვენ ვაკეთებთ ისე , რომ არ გვაქვს ნების თავისუფლება და ვაძლევთ ლოგიკურ ახსნას ჩვენს მოქმედებას იმის შემდეგ როცა ის უკვე მომხდარია. 10) თქვენ გაქვთ ზოლები ბევრ ძუძუმწოვრებს სხეულზე აქვთ ზოლები: კატებს ხშირად ააქვთ შესამჩნევი ზოლები და ლაქები სხეულზე, რომლებიც ჩნდება იმის გამო, რომ ზოგიერთი უჯრედი იწყებს განსხვავებული გენის გამოვლენას, ხოლო შემდგომ გადასცემენ ვარიაციებს სხვა უჯრედებში. ადამიანებსაც გააჩნიათ მსგავსი თვისება, თუმცა ჩვენი ზოლები უბრალოდ შეუმჩნეველია. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ ასეთი ზოლები ადამიანის სხეულზე , რომლებსაც აწუხებთ დაავადება სახელად "ბლაშკოს ზოლები”. ეს დაავადება ავნებს უჯრედების გარკვეულ ტიპს, ხოლო დანარჩენი რჩება ხელშეუხებელი. | |
|