Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » აკრძალული ლიტერატურა
4:00 PM
აკრძალული ლიტერატურა
1. ცნობილი ინგლისელი მწერლის - ოლდოს ლეონარდ ჰაქსლის (1894-1963 წლები),რომანი: "საოცარი ახალი სამყარო",მწერალმა დაწერა 1931 წელს,თუმცა გამოაქვეყნა ერთი წლის შემდეგ 1932 წელს.აღნიშნული ნაწარმოები ერთგვარი პაროდია გახლდათ ჰერბერტ უელსის უტოპიური ნაწარმოების "ადამიანები როგორც ღმერთები"-სა და იგი ძალიან ჩამოგავდა ჯორჯ ორუელის გახმაურებულ რომანს "1984"-ს.ოლდოს ჰაკლსმა ამ რომანში შეეხო ისეთ მტკივნეულ თემებს იმ პერიოდისა,როგორიც იყო: ინდუსტრიალიზაცია და ეძიებდა პრობლემას პიროვნების თვითინდენტიფიკაციისა.ამასთანავე მწერალი იკვლევდა რადიკალური საზოგადოების გამიჯვნის მიზეზებს,რამაც გამოიწვია კატასტროფული შედეგები ქვეყანაში.
2. გამოჩენილი ამერიკელი მწერლის - ჯონ ერნსტ სტაიბეკის (1902-1968 წლები),რომანი: "მრისხანების მტევნები",დაწერილი 1939 წელს,მიუხედავად იმისა,რომ "ლიტერატურულმა ელიტამ" ნაწარმოები აღფრთოვანებით მიიღო,იგი ოფიციალურად იქნა აკრძალული ამერიკაში და გადაეცა განსახილველად საზოგადოებას.რომანში მოყვანილმა სიღარიბემ შოკში ჩააგდო მკითხველი და საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებაც ჰპოვა.აღსანიშნავია,რომ რომანის შესახებ თავად მწერალმა განაცხადა,რომ მან აღნიშნულ ნაწარმოებში "გააკეთილშობილურა",ის მოვლენები,რაც სინამდვილეში ხდებოდა "იძულებითი შრომითი მიგრანტების დასახლებებში" და სრული სიმართლე არ დაწერა,შესაბამისად გაოცებული დარჩა ამ ნაწარმოების აკრძალვის გამო.
3. გამოჩენილი ამერიკელი მწერლისა და სატირიკოსის - კურტ ვონეგუტის (1922-2007 წლები),მიერ დაწერილი ნაწარმოები: "სასაკლაო ნომერი ხუთი ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა",დაწერილი 1969 წელს,ამერიკაში აკრძალულ იქნა იმის გამო,რომ მასში მოყვანილი ფაქტები ბავშვების ფსიკიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.აღნიშნული ნაწარმოები იმ ას წიგნს შორის მოხვდა,რომლის გავრცელებაც მოსახლეობაში ამერიკის ბიბლიოთეკართა მიერ იქნა შეზღუდული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 612 | დაამატა: balu | ტეგები: akrzalvebi, აკრძალული ლიტერატურა, akrzaluli literatura, akrzaluli nawarmoebebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.