4:03 PM ალბერტო ჯაკომეტი - "მოსიარულე ადამიანი I" | |
"მოსიარულე ადამიანი I" - დიდი შვეიცარიელი მოქანდაკის,მხატვრისა და გრაფიკოსის - ალბერტო ჯაკომეტის (1901-1966 წლები),გენიალური ქმნილებაა.ცნობილი ფაქტია,რომ ჯაკომეტი ქმნიდა ქანდაკებებს,რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქმნილებებს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღევანდელობაშიც.ამ ქანდაკების შესახებ მკითხველო თქვენი ყურადრება იმიტომ შევაჩერე,რომ 2010 წლის 3 თებერვალს,ლონდონის "Sotheby's" აუქციონზე აღნიშნული ქანდაკება,მართლაც სარეკორდოდ მაღალ ფასში გაიყიდა,კერძოდ 104 მილიონ 327 ათას ამერიკულ დოლარად.მისი მყიდველი კი გახლავთ ბრაზილიელი ბანკირის,აწგარდაცვლილი ედმონდ საფრას,ქვრივი - ლილი საფრა."მოსიარულე ადამიანი I" წარმოადგენს ბრინჯაოს 183 სანტიმეტრი სიმაღლის ქანდაკებას,რომელიც ხელოვანმა შექმნა 1961 წელს.აღნიშნული ქმნილება გახლდათ პირველი ქანდაკება სერიისა,შექმნილს ამავე თემაზე და იგი წარმოადგენს ალბერტო ჯაკომეტის ყველაზე ცნობილ ქანდაკებას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ალბერტო ჯაკომეტი გამოსახულ იქნა შვეიცარული ვალუტის 100 ფრანკიან ბანკნოტზე და ამავე ბანკნოტზე გამოსახ | |
|