10:32 PM "ბიბლიოკლეპტომანი" - სტივენ ბლუმბერგი | |
ბიბლიოკლეპტომანად" მოიხსენიებენ ისეთ ადამიანს,რომელიც წიგნების მოპარვით არიან დაკავებულები.ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ბიბლიოკლეპტომანად" მიჩნეულია ამერიკელი - სტივენ ბლუმბერგი,რომელმაც 11 წლის მანძილზე 28 სხვადასხვა ბიბლიოთეკიდან 23,000 უიშვიათესი წიგნის მოპარვა შეძლო ამერიკასა და კანადაში.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ მას არც ერთი მოპარული წიგნი არ დაუზიანებია და არც გაუყოდია,ამ მეთოდით იგი ერთგვარ უნიკალური წიგნების კოლექციის შექმნას ცდილობდა.საერთო ჯამში მის მიერ მოპარული წიგნების საერთო ფასმა 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა.ცნობილია ისიც,რომ სტივენი წიგნების ხელში ჩასაგდებათ,საოცარ მეთოდებს მიმართავდა (გაჰყავდა გვირაბები ბიბლიოთეკების ქვეშ,შედიოდა სავინტილაციო სისტემებით და ასე შემდეგ).როგორც ფსიქიატრები ირწმუნებიან,სტივენი იტანჯებოდა შიზოფრენიით და მანიაკალური დამოკიდებულებით წიგნებისადმი.მას ეს უნიკალური წიგნები სახლში მიჰქონდა და დღისით სისტემატიურად კითხულობდა მათ (დღეში რამდენიმე წიგნსაც კი).1995 წელს The Book Return-მა სტივენის ეგრეთწოდებული "ბლუმბერგის კოლექცია",საკუთარ ბაზაშიც კი შეიტანა.მოგვიანებით როდესაც სტივენი დააკავეს,ყველა წიგნი თავის ბიბლიოთეკას დაუბრუნეს და ამასთან ერთად აღნიშნულ ბიბლიოთეკებს წიგნებთან ერთად მიაწოდეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - სტივენ ბლუმბერგის შესახებ. | |
|