Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » ბრიგანტინა
8:13 PM
ბრიგანტინა
"ბრიგანტინა" - იტალიურ ენაზე "ორანძიანი ბრიგი",წარმოდგება სიტყვისგან "brigand" რაც თავის მხრივ აღნიშნავს "მეკობრეს,ავაზაკს".ასე უწოდებდნენ ადრე მეკობრეთა მსუბუქ გემებს,რომლებიც ძალიან კარგი მანევრითა და სისწრაფით გამოირჩეოდნენ,რაც მათ დიდად უწყობდათ ხელს მსხვერპლის (სხვა გემის) დასაწევად და ხელში ჩასაგდებად.ამ სახეობის გემები გავრცელებული გახლდათ ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანემდე წყლებში.ისინი შეიარაღებული იყვნენ მაქსიმუმ 20-მდე ზარბაზნით და ეს მცირეკალიბრიანი ზარბაზნები ზედა გემბანზე იყო განლაგებული.მოგვიანებით გემის დანიშნულება შეიცვალა,თუმცა სახელი ისევ ძველი დარჩა.იგი წარმოადგენდა ორ ანძიან სწრაფმავალ გემს,რომელსაც წინა ანძაზე (ფოკა-ანძა) პირდაპირი აფრები ჰქონდა,ხოლო მეორე ანძა (გროტ-ანძა) ირიბი დაქანებისა გახლდათ.XVII-XVIII საუკუნეებში ორივე ანძა ატარებდა პირდაპირ აფრებს და მათი სხვადასხვა სვლები (მანევრები) იწოდებოდა როგორც "ბრიგანტინა" და "ბრიგი".უფრო ადრინდელ წლებში ასეთი კლასის ხომალდებს,მოიხსენიებდნენ როგორც - გალერა.XVIII საუკუნიდან "ბრიგანტინა"-ს კლასის ხომალდები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო დანიშნულების ხომალდებად იქცნენ.შესაბამისად გემის ზომებიც ბევრად დიდი გახდა,მათი სიგრძე 60 მეტრამდე იყო,წყალჯდომა 1250 ტონას შეადგენდა.გემის გუნდი ხშირ შემთხვევებში ასი და ასზე მეტი ადამიანისაგან შედგებოდა.დღესდღეობით "ბრიგანტინას" კლასის ხომალდები ერთგვარ სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 823 | დაამატა: balu | ტეგები: axlia serialebi, ბრიგანტინა, grimis seriebi, saintereso ambebi, brigantina | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.