Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი
7:07 PM
ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი
აფრიკული სახელმწიფოს - ლიბერიის რიგით მე-17 პრეზიდენტი 1920-1930 წლებში - ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი (1875-1961 წლები),ამასთანავე "ჭეშმარიტი ვიგების პარტიის" ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ (წამყვანი პოლიტიკური პარტია ლიბერიაში,რომელიც არსებობდა 1868-1980 წლებში).ლიბერიაში 1927 წელს ჩატარდა მორიგი საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტისა,სადაც ერთ-ერთი უმთავრესი და "უკონკურენტო" კანდიდატი თავად იყო.მას შემდეგ,რაც ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში - ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგმა "დამაჯერებელი გამარჯვება" მოიპოვა,ოფიციალურად განაცხადა,რომ მას ხმა მისცა ლიბერიის 2 340 000-მა ამომრჩეველმა.გასაკვირი ამაში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ძალიან დიდი კაზუსი.აღნიშნული კაზუსი კი მდგომარეობდა იმაში,რომ მის მიერ დასახელებული ციფრი 15,5-ჯერ აღემატებოდა,ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობას.აღნიშნული ფაქტი,მსოფლიო არჩევნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ "ფალსიფიკაციად" არის მიჩნეული.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 869 | დაამატა: balu | ტეგები: charlz danber biorjes kingi, ჩარლზ დანბერ ბიორჯეს კინგი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.