Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » ჩარლზ ევან ჰიუზი
7:08 PM
ჩარლზ ევან ჰიუზი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1921-1925 წლებში და ამავე "დიადი" ქვეყნის უმაღლესი სასამრთლოს თავჯდომარე 1930-1941 წლებში - ჩარლზ ევანს ჰიუზი (1862-1948 წლები),რესპუბლიკური პარტიიდან 1916 წელს წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე.საყოველთაო არჩევნებისას მის უმთავრეს კონკურენტს წარმოადგენდა ქვეყნის რიგით 28-ე მოქმედი პრეზიდენტი - ტომას ვუდრო უილსონი.მიუხედავად იმისა,რომ სპეციალისტები მათ შანსებს თანაბრად აფასებდნენ,ჩარლზი და მისი გარემოცვა,ოჯახის ჩათვლით იმდენად დარწმუნებული გალდნენ გამარჯვებაში,რომ ერთ-ერთი უმტავრესი საპრეზიდენტო კანდიდატი,არჩევნების დღეს შედეგებსაც კი არ დაელოდა და დასაძინებლად წავიდა.დილით ჰიუზის ოჯახში გაისმა სატელეფონო ზარი,რა დროსაც ტელეფონზე რეკავდა ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტი,რომელსაც აინტერესებდა თუ რა აზრის გახლდათ ჩარლზ ევანს ჰიუზი,საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მოწინააღმდეგის - ტომას ვუდრო უილსონის გამარჯვებაზე და საკუტარ მარცხზე (1916 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო უილსონმა 49,1 %-ით,ხოლო ჰიუზმა ხმების 46,1 % მიიღო).ყურმილი ჰიუზების სახლში მისმა ვაჟმა (სხვა მონაცემებით ჰიუზის მოსამსახურემ) აიღო და ჟურნალისტს განუცხადა,რომ "პრეზიდენტს ეძინა".მაშინ ჟურნალისტმა,მოპასუხეს ირონიულად მიუგო: "როდესაც გაიღვიძებს,გადაეცით,რომ იგი პრეზიდენტი უკვე აღარ არის".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 917 | დაამატა: balu | ტეგები: ჩარლზ ევან ჰიუზი, charlz evan hiuzi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.