Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ჩინური კობრა
11:41 PM
ჩინური კობრა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: ნამდვილი კობრები 
სახეობა: ჩინური კობრა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ჩრდილო ლაოსი, ჩრდილო ვიეტნამი და ტაივანი სადაც ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხრეთ მხარეში.
საბინადრო გარემო: გვხდება ტყეებში, მინდვრებში. ჩვეულებრივ იმალება ფოთლებსა და ქვების ქვეშ.
გარეგნული აღწერილობა: არის საშუალო ზომის გველი 1.2 - 1.5 მეტრამდე, მაგრამ შეუძლიათ მიაღწიონ 2 მეტრსაც, თუმცა იშვიათად. "კაპიშონზე" აღენიშნება "O" ფორმის სიმბოლო, რომელიც კარგად ჩანს მთავარ სურათზე. სხეულის ფერი შავი აქვს, გარკვეული ღია ხაზებით ან მათ გარეშე. ყელი ღია ფერშია, შავი ლაქებით ან ლენტით. თავის ზედა ნაწილი იმავე ფერშია, რაც სხეულის ფერი, განსხვავება მხოლოდ სახის გვერდითა მხარეებშია, რომლებიც ღია ფერშია. თავი ოდნავ გამოყოფილია ტანისგან და ოდნავ სამკუთხედი ფორმის. არის მძიმე სხეულის მქონე გველი, რომელიც ოდნავ მობრტყო ფორმისაა. კუდი მოკლე აქვს. ნესტოები ფართო აქვს. თვალები საშუალო ზომიაა მრგვალი გუგებით. ჩინური კობრა ხანდახან ეშლებათ ხოლმე მონოკლურ კობრაში.
კვება: ძირითადად ნადირობს მცირე ზომის მღრღნელებზე, ბაყაყებზე, გომბეშოებზე და სხვა გველებზე. პატარები უფრო ამფიბიებს მიირთმევენ, ზრდასრულები კი ძუძუმწოვრებს და ქვეწარმავლებს ანიჭებენ უპირატესობას. 
გამრავლება: არის კვერცხმდები. მდედრი დებს 6 - 23 კვერცხს მაისიდან ივლისამდე.
ცხოვრების წესი და ქცევა: ჩინური კობრა არის არის საკმაოდ მარდი გველი. კონფრონტაციის დროს შლის კაპიშონს და მზად არის თავდასხმისთვის. ზრდასრულები საკმაოდ აგრესიულები არიან, მაგრამ პატარები აჩენენ უფრო მეტ აგრესიას რამეთუ უფრო მგრძნობიარენი და ნერვიულნი არიან გარე სამყაროს მიმართ. ჩინური კობრა ადამიანთან შეხვედრას ჩვეულებრივ გაურბის ხოლმე, მაგრამ მზად არის თავს დაესხას პროვოცირების დროს. არის დღის გველი, თუმცა შეუძლია იაქტიუროს ღამითაც.
შხამი: შხამი საკმაოდ ძლიერი აქვს, რომელიც ძირითადად შედგება პოსტსინაპტიკური ნეიროტოქსინებისგან და კარდიოტოქსინებისგან. საშუალოდ გამოიმუმუშავებს 250 მგ. შხამს, თუმცა მინტონი (1974) აღნიშნავს 150 - 200 მგ. შხამის გამომუშავებას, ხოლო ბრაუნი 184 მგ.-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კობრა არ შედის მფურთხავი კობრების სიაში, მას შეუძლია 2 მეტრის მანძილზე შხამის გამორფქვევა (Although this is not a spitting cobra, some individuals (mostly specimens from Guizhou Province) are capable of ejecting venom towards a threat within a distance of 2 metres). ტაივანში 1904 - 1938 წლებში დაფიქსირდა 593 დაკბენა ამ გველის მიერ, რომლებისგანაც 87 ფატალურად დასრულდა, რაც სიკვდილიანობის 15%-ს გვაძლევს. იგი უფრო დიდია ვიდრე ინდური კობრას მაჩვენებელი. დაკბენის სიმპტომებია: დასიება, ტკივილი, ბებერები და ნეკროზი. ასევე შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც: დისკომფორტის შეგრძნება მკერდის არეში, სიცხე, ყელის ტკივილი, ყლაპვის სიძნელე, ხმის დაკარგვა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება, ბარბაცი, საერთო ტკივილი, სუნთქვის სიძნელე. ნაკბენზე იყენებენ შრატს და სიკვდილიანობა არც ისე ხშირია როგორც ეს ადრე იყო.
დამატებითი ინფორმაცია: ჩინური კობრა  პირველად აღწერა დანიელამ ფიზიკოსმა, ზოოლოგმა და ბოტანიკოსმა თეოდორე ედვარდ კანტომა  1842 წელს.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 2112 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: chinuri kobra, ჩინური კობრა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.