Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » დალაქისა და ვარცხნილობის შესახებ
8:11 PM
დალაქისა და ვარცხნილობის შესახებ
პირველი "მაკრატელი" ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებში შეიქმნა ძველ რომში.რაღა თქმა უნდა ისინი არ ჰგავდნენ თანამედროვე მაკრატლებს.მათი ჭრის პირები ერთმანეთზე დამაგრებული იყო არა ხრახნის მეშვეობით არამედ მეტალის ფირფიტით.თუმცა აღსანიშნავია,რომ ირანში აღმოჩენილი ასევე ერთ-ერთი უძველესი მაკრატელი არაფრით განსხვავდება თანამედროვე მაკრატლისგან.ადამიანი ვარცხნილობას ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდა.სირაკუზელი ტირანი დიონისე (უმცროსი) ძვ.წ.აღ-ით 397-337 წლები,იმის შიშით,რომ თმისა და წვერის გაპარსვის დროს ვინმეს მისთვის ბასრი მაკრატლით ტრამვა არ მიეყენებინა,დალაქს იძულებულს ხდიდა "თმის შეკრეჭა" გავარვარებული ნახშირის მეშვეობით განეხორციელებინა,ფაქტიურად იგი თმას კი არ იკრეჭდა არამედ "იტრუსავდა".ასეთი შემთხვევები ისტორიაში არაერთი ყოფილა.ძველ ეგვიპტეში მანდილოსნები ბალიშების ნაცვლად იყენებდნენ სპეციალურად დამზადებულ სადგარს.რომელიც მათ საშუალებას აძლევდათ არ დაშლოდათ მეტად რთული ვარცხნილობა თავზე.ძველი ბერძენი მანდილოსნები კი არ აჩენდნენ შუბლს და მათ თმებით იფარავდნენ.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ იმ პერიოდში სილამაზის ეტალონად მოკლე შუბლი იყო მიჩნეული და წარბებსა და თმას შორის მხოლოდ ორი თითის დადება დაცილება უნდა ყოფილიყო.შუა საუკუნეების სხვადასხვა ქვეყნებში მიუღებელი გახლდათ ნებისმიერი ქალის ბუნებრივი სურვილი უფრო ლამაზად წარმოეჩინა თავი ვიდრე იყო და ეს ერთგვარ ცოდვადაც კი ითვლებოდა.ზნეობრივი მორალის ამ წესის დამდგენელები მიიჩნევდნენ,რომ: ვინც თმებს დაიხვევდა (ბიგუდები) აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ჯოჯოხეთში,რადგან მათ მეტი გზა უბრალოდ აღარ გააჩნდათ.იაპონელი სამურაები თმებს სპეციალური მეტალის სამაგრებით (კანსასი) იმაგრებდა,რომელთა სიგრძე 20 სანტიმეტრამდე იყო და ისინი მათი თმის რთულ ვარცხნილობას შესანიშნავად ინარჩუნებდნენ.აღსანიშნავია,რომ სამურაები მეტალის კანსასებს ბრძოლაშიც კი იყენებდნენ.ყველაზე ცნობილ დალაქათ ისტორიაში კი მიჩნეულია - სუინი ტოდი,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც "დემონ-დალაქად".აღსანიშნავია,რომ სუინი ტოდი გახლავთ შეთხზული პერსონაჟი და გახლავთ გმირი კრისტოფერ ბონდის რომანტიული პიესისა "სიმებიანი მარგალიტი".იგი დაწერილ იქნა ქალაქური ლეგენდების მიხედვით სერიული მკვლელის სუინი ტოდის შესახებ.თუმცა რამდენად მართალია ეს ლეგენდები და სინამდვილეში არსებობდა ტუ არა სუინი ტოდი,დღესაც დავის საგნად არის მიჩნეული.ამ პიესის მიხედვით გადაღებულ იქნა ტიმ ბიორტონის რეჟისორობით ცნობილი მიუზიკლი "დემონი-დალაქი სუინი ტოდი,ფლიტ-სტრიტიდან".ამ ნაწარმოების მიხედვით ეს დალაქი თავის კლიენტებს ხოცავდა და ანაწევრებდა.ერთ-ერთმა ვარცხნილობამ კი გინესის წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი,მაშინ როდესაც ერთი ვარცხნილობის ფასმა 16000 ამერიკული დოლარი შეადგინა და იგი ყველაზე ძვირადღირებულ ვარცხნილობად არის მიჩნეული დღემდე.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 947 | დაამატა: balu | ტეგები: dalaqisa da varcxnikobis shesaxeb, stilistoba, დალაქისა და ვარცხნილობის შესახებ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.