Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 30 » დავით შემოქმედელი
10:08 PM
დავით შემოქმედელი
ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის - საძმო მცირე საფლავი.

შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დადიხარ შენი დარდი-ლექსებით.

სტრიქონის შუბი გეპყრა საომრად,
ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი,
წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,
სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.

ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,
როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდი
და ლეგაქულა ლექსსამოსახლო
მეტაფორების გედგა კარავი.

ბავშმაც იცოდი,სისხლს რანდომია,
პარნასის კართან ფრთით ასატანი,
რომ პოეზიაც თურმე ომია,
დიდგორის დარად გადასატანი!..
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 927 | დაამატა: balu | ტეგები: დავით შემოქმედელი, davit shemodmedeli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.