4:45 PM დედას 11 წლის განმავლობაში თავისი მკვლელი შვილი გალიაში ყავს გამომწყვდეული | |
ჩინეთის პროვინციის ცზიანსის, ერთ-ერთი პატარა სოფლის, შანგფანის მოხუც მკვიდრს თავისი საკუთარი შვილი 11 წლის განმავლობაში გალიაში ყავს გამომწყვდეული, მეზობლების უსაფრთხოების გამო. 42 წლის ტყვემ, ვუ იუანჰონგმა, 11 წლის წინ ჩაიდინა მკვლელობა, მან მოკლა 13 წლის ბიჭი. რეგიონის ხელისუფლებამ დამნაშავე გაანთავისუფლა, რადგან მას ჯერ კიდევ მოზარდობაში დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ოფიციალური ვერდიქტით, მამაკაცს არ ეკისრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჩადენილი ქმედების მიმართ, მისი ავადმყოფობის გამო. იუანჰონგს სახლის პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მან მალე შესძლო სახლიდან გაქცევა. იგი საზოგადოებისთვის ძალიან საშიში იყო. "-მას შემდეგ, რაც მან დაიწყო სიარული სოფელში და ხალხის დაშინება, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ იგი მომეთავსებინა გალიაში, სადაც იუანჰონგი ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა-ყვება 74 წლის დედა-ჩემი შვილი გიჟია, მაგრამ მაინც ჩემი შვილია. მე ვტირივარ ყოველთვის, როცა მის მდგომარეობაზე ვფიქრობ." მას შემდეგ რაც იუნჰონგი აღმოჩნდა პატიმრობაში, საკუთარი სახლის სარდაფში, მან რამოდენიმეჯერ შეძლო გაქცევა. ამან აიძულა დედა, რომ უფრო რთული კონსტრუქციის გალია გაეკეთებინა და ფეხები ჯაჭვით დაება. "-მე შვილისთვის მიმაქვს საკვები დღეში სამჯერ და ასევე ვზრუნავ მის სხვა საჭიროებებზე. ჩემთვის როგორც გულზე დანის დასმაა, როცა მას ვხედავ გალიაში გამომწყვდეულს, მაგრამ ასე ვიცი რომ ის ზიანს ვერავის მიაყენებს. ზომა თვითნაკეთი საკანისა შეადგენს 1, 5 მეტრს სიგრძეში და 1 მეტრს სიგანეში. დედა, ვან მუსიანი, თავის შვილზე დამოუკიდებლად ზრუნავს, ხოლო მისმა ოთხმა შვილმა უკვე დიდი ხანია დატოვეს საკუთარი სახლი. | |
|