2013 წლის 31 მაისს, დედამიწას ძალიან ახლოს გიგანტური ასტეროიდი ჩაუვლის. საბედნიეროდ, ასტეროიდი, რომელიც დაახლოებით 2700 მეტრის სიგრძისაა, ამჟამად დედამიწას არ დაეჯახება. მეცნიერთა ვარაუდით, აღნიშნული ასტეროიდი დაახლოებით იმავე ზომისაა, რა ზომის ასტეროიდმაც მრავალი მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჩამოვარდნის გამო დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. მას გააჩნია მეტად მყარი ზედაპირის და შეიცავს დიდი ოდენობით ყინულს. იგი დედამიწას 5, 8 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს დაახლოებით თხუთმეტჯერ აღემატება. აღნიშნული ასტეროიდი 1998 წელს იქნა აღმოჩენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის შემდეგაც მეცნიერები ინტენსიურად აკვირდებოდნენ მისი მოძრაობის ტრაექტორიას. |