Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » დიმიტრი ყიფიანი - "ღვთიური სინათლე სწავლისა"
3:52 PM
დიმიტრი ყიფიანი - "ღვთიური სინათლე სწავლისა"
"ხერხი სჯობია ღონესა,თუ კაცი მოიგონებსა" - ადამიანი ისეა დაბადებული,რომ რაკი შვილი მიეცემა,სულ იმას ჰფიქრობს და იმასა ჰზრუნავს,რა დავუტოვო,როგორ დავუმკვიდრო უზრუნველი ცხოვრებაო.
ზოგი იმით იოხებს გულსა,რომ ფულებს უგროვებს.ზოგი იმითი,რომ ადგილ-მამულს უმზადებს.მაგრამ წარმავალია ეს ყოველივე.ფული ადვილად დაიხარჯება,ადგილ-მამული შეიძლება სადავოდ გახდეს და სასამართლოში წაგებულ იქმნეს.გაცრუვდა ხომ მაშინ ყოველი იმედი მშობლისა.უნუგეშოდ,უღონოდ დარჩნენ ხომ მაშინ იმისი ობლები! ამაზედ იყო,რომ ვსთქვი: "ხერხი სჯობია-მეთქი ღონესა,თუ კაცი მოიგონებსა!"
მაგრამ სად არის ხერხი?
აქ არის,ამ სახლში,ამ სასწავლებელში!
რა არის მერე ეს ხერხი? ეს ხერხი არის სწავლა.
სწავლას დაჰყვება ცოდნა; და იპოვება ჩვენში ვინმე ისეთი,რომ აღრიცხვას შეიძლებდეს,გამოიანგარიშებდეს,რა და რა საქმეში გამოიყენებს კაცი თავისს ცოდნასა,რა და რა გაჭირვებასა და განსაცდელს გადივლებს თავიდამ თავისი ცოდნითა?
სწავლას დაჰყვება მეცნიერება და მეცნიერება ის ხერხია,რომლის მოხმარებითაც შეიტყობენ და შეგვატყობინებენ,ამა და ამ დროს,ამა და ამ ადგილს მზე თუ მთვარე ამა და ამ გვარად დაბნელდება და ამდენსა და ამდენს წამს შემდეგ ისევ განათდებაო.
ის ხერხია მეცნიერება,რომლითაც კაცი განუზომელს ჰზომავს,განუვალს განვლის,ზღვის ელვა-ფურთვნას არაფრად აგდებს,მზის სინათლეს იგდებს ხელში და თვის ნებისად ამუშავებს,ზოგს ცეცხლის,ზოგს ელეკტრონის ძალით,ესეიგი ხელოვნებით ელვა-ჭექის გამოყენებით და ზოგს ცალიერის ანგარიშით.
მეცნიერება ეს ის ხერხია,რომელმაც შინ-მჯდომარე კაცს ათქმევინა,ამა და ამ ცისმნათობთა შორის ამა და ამ ღამეს გამოჩნდება ვარსკვლავი,რომლის სხივი,ფიქრის უსწრაფესად მორბის მსოფლიოს დაარსებიდამ აქამომდე და მხოლოდ ახლა უნდა მოაღწიოს ამ ჩვენს ქვეყანასაო.
ცოდნასა და მეცნიერებას გარდა,სწავლას დაჰყვება ის ღვთიური სინათლე გონიერებისა,რომლის ძალითაც აღვიარებთ და გვრწამს გონება მიუწვდომელი ყოვლის შემძლეობა ყოველთა ხილულთა და არახილულთა შემოქმედისა.ერთის სიტყვით: სწავლა აპატიოსნებს კაცსა,აფაქიზებს,აღონიერებს,ზე აღავლენს და ღირს ჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოვებისა".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 883 | დაამატა: balu | ტეგები: დიმიტრი ყიფიანი - ღვთიური სინათლე ს, dimitri yifiani | რეიტინგი: 2.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.