11:26 PM დინგიანი კობრა | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: ნამდვილი კობრები სახეობა: დინგიანი კობრა ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 2.5 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 20 წელი გავრცელების არეალი: სამხრეთ აფრიკა (სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, სამხრეთ მოზამბიკა, ბოცვანა, მალავი, ზიმბაბვე და სვაზილენდი). საბინადრო გარემო: გვხდება ღია და მშრალ სავანაში. ტყეში არ გვხდება. გააჩნია სამუდამო სახლი ტერმიტების მიტოვებულ სოროში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობს თუ მას არავინ შეაწუხებს. გარეგნული აღწერილობა: ზრდასრული დინგიანი კობრას საშუალო ზომაა 1.2 - 1.8 მეტრი, თუმცა შეუძლია მიაღწიოს 2.5 მეტრსაც. სხეულის შეფერილობაში შეიძლება მოიცავდეს მოყვითალო ან მონაცისფრო ყავისფერს, მუქ ყავისფერს ან მოცისფრო შავ ფერს. ამ სახეობებში გვხდება გრძელი ლენტებიც სხეულის მოხატულობაში, რომლებიც მონაცისფრო შავი ფერისაა. ახალშობილებს ყელზე დაკრავთ მუქი ლენტა, რომელიც ასაკთან მატებასთან ერთად ქრება. კვება: ნადირობს გომბეშოებზე, მღრღნელებზე, ფრინველებზე და მათ კვერცხებზე, ხვლიკებზე და სხვა გველებზე (განსაკუთრებით პაფ ედერებზე). გამრავლება: დინგიანი კობრა არის კვერცხმდები და დებს 8 - 33 კვერცხს ზაფხულის დასაწყისში. ახალშობილების ზომაა 22 - 34 სმ. ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი. დღისით უყვარს მზეზე თბობა მის საბინადრო სახლთან ახლოს. აგრესიით არ გამოირჩევა. კუთხეში მომწყვდევისას დგებიან მაღლა და შლიან მათ ფართო და შთამბეჭდავ კაპიშონს, რომელიც ყველაზე ფართოა კობრებს შორის, თუმცა შესაძლებლობა თუ აქვთ ცდილობენ გაცლას. რინკალების მსგავსად საფრთხის მოახლოების დროს ასევე შეუძლიათ სიკვდილით თავის მოკატუნება, თუმცა ამას იშვიათად აკეთებენ. შხამი: არის ძლიერ შხამიანი გველი, რომლის შხამი ნეიროტოქსიკურია. შხამის სიძლიერით ის მხოლოდ ყვითელ კობრას ჩამოუვარდება კობრების გვარიდან. კბენისას შეყავს 80-300 მგ. შხამი, საშუალოდ კი 100 მგ. ადამიანისთვის სასიკვდილოდ ითვლება 25 მგ. ნაკბენი მოქმედებს სუნთქვაზე და უმკურნალობის შემთხვევაში მსხვერპლი კვდება სასუნთქი სისტემის მოშლისგან. კბენის სიმპტომებია, ტკივილი და დასიება, რომელიც შემდგომ იზრდება ბებერაში. უმეტეს შემთხვევებში მსხვერპლის კბენა ხდება ღამით, ფეხზე. შხამს არ იფურთხება. დამატებით: წარსულში მას ცნობდნენ ეგვიპტური კობრას ქვესახეობად. დინგიანი კობრა ასევე ცნობილია სახელით ლენტებიანი კობრა. | |
|